უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 თებერვალი, 2019 13:46
font-size

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი ცხადყოფს, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.

„მივესალმებით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტს საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი ნათელი დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობისა. ამასთან, თავმჯდომარეობის დასაწყისშივე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეუთო-ს სამუშაო დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებს. განხილული იქნა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის და შემდგომი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უპირობო შესრულების აუცილებლობას. შეხვედრისას მინისტრების მიერ აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობა, ომით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიზნით.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებამ უზარმაზარი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებში. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომით არის შესაძლებელი, მივაღწიოთ გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას“ -აღნიშნა დავით ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ეუთო თავისი ინსტიტუტებით წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორს დემოკრატიზაციის პროცესში, რაზეც მეტყველებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის აქტიური ჩართულობა არჩევნების მონიტორინგის პროცესში, ასევე, თანამშრომლობა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, საქართველოში მედია გარემოს განვითარების მიზნით, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან - ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ.

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა

26 აპრილი, 2019 , 14:01

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე ეწვევა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პასკიე თბილისში 28 აპრილს ჩამოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 29 აპრილს დაგეგმილია შეხვედრა ს

დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

26 აპრილი, 2019 , 13:45

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) იოჰანეს ვანდე

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

26 აპრილი, 2019 , 12:30

აბუ-დაბიში გამართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსან

საქართველო-კანადის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი ჩატარდა

26 აპრილი, 2019 , 12:30

ოტავაში ჩატარდა საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი, რომელსაც ქართულ მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

24 აპრილი, 2019 , 20:49

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილესთან მიგრაციის საკითხებში, საიმონ მორდიუსთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა უსაფრთხოები

გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა - როს უილსონი

23 აპრილი, 2019 , 20:42

აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას თუმცა, მიღებული კანონმდებლობით ამერიკელი დიპლომატები გულდაწყვეტილები არიან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა გან