უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

6 სექტემბერი, 2019 13:10
font-size

ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

5 სექტემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, დავით დონდუამ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებებზე. მათ შორის ისაუბრა სოფელ გუგუტიანთკარსა და სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე.

მისი განცხადებით უკანასკნელი თვეების მანძილზე რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა ხელოვნური დაბრკოლებებისა და ბარიერების აღმართვას, ზღუდავდა გადაადგილების თავისუფლებას, კვლავაც იტაცებდა და უკანონოდ აპატიმრებდა საქართველოს მოქალაქეებს. მათ შორის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად, სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები ოჯახები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.

სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, მათ შორის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, რუდოლფ მიხალკას პირადი ჩართულობას, ვითარების დასტაბილურების მიზნით.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დევნაზე. მან ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორისა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე. ასევე, საოკუპაციო ძალის მიერ ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებასა და მის რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაცვალებაზე.

ელჩის განცხადებით 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრისა და საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციიდან 11 წლის შემდეგაც, რუსული მხარე კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, უკრაინისა და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო და ისლანდია.

დელეგაციებმა გამოხატეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ლიეტუვას დელეგაციამ, მეგობართა ჯგუფის (ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები არიან: აშშ, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, უკრაინა, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, შვედეთი, ირლანდია, რუმინეთი) სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 11 წლის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობა რჩება უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით. მან ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

დელეგაციებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და აღნიშნეს ქართული მხარის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება. მათი განცხადებით, ხელოვნური დაბრკოლებებისა და ბარიერების აღმართვა, ასევე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

დელეგაციებმა დაგმეს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მათ ლეგიტიმურობასა და შედეგებს.
მეგობართა ჯგუფის წევრებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინციატივის - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ - მიმართ და მიესალმნენ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან არსებული დაძაბულობის დე-ესკალაციისკენ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მიუღებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაზუსტი განცხადებების გავრცელება - ევროკავშირი

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალთან არსებულ მდგომარეობას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია ადმინისტრაციულ საზღვართან დაძაბულობის ზრდა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაზუსტი განცხადებების გავრცელება. ევროკა

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

8 ნოემბერი, 2019 , 15:45

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაქარია ბუთხუზი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველს არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 28 წლის ზაქარია

გადაადგილების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, მორიგი მსხვერპლი ჰყავს

7 ნოემბერი, 2019 , 16:51

ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 6 ნოემბერს ახალგორის საავადმყოფოში გარდაიცვალა ადგილობრივი, 49 წლის საქართველოს მოქალაქე ბ.კ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნ

დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები

7 ნოემბერი, 2019 , 12:00

"მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები. გადასასვლელი პუნქტების დახურვა ამწვავებს ისედაც რთულ სიტუაციას, რაზეც მეტყველებს ბოლო დროინდელი სამედიცინო შემთხვევები, რაც სერიოზულად აი

მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო ცხინვალის განცხადებაზე

7 ნოემბერი, 2019 , 12:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეზინფორმაციასა და პროვოკაციას უწოდებენ დე ფაქტო ცხინვალის განცხადებას, თითქოს სოფელ ყობიდან ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს. „ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული გ

დე ფაქტო რეჟიმი პაციენტს თბილისში არ უშვებს

5 ნოემბერი, 2019 , 16:10

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, ახალგორში, მძიმედ დაშავებული 60 წლის თამარ გიგაურის ახლობლებს პაციენტის თბილისში გადმოყვანის საშუალებას კვლავ არ აძლევენ. დაშავებული ახლობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ცხინვალის საავადმყოფოში