უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

20 ოქტომბერი, 2017 16:05
font-size

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს

2017 წლის 19 ოქტომბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ინიციატივით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა, რომელმაც ეუთო-ს მუდმივ საბჭოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მ.წ. 10-11 ოქტომბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის შესახებ.

საქართველოს ელჩმა, თავის განცხადებაში, ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტზე და აღნიშნული შეაფასა, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება.

საქართველოს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ.

სხდომაზე განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნორვეგია, უკრაინა და მოლდოვა.

გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლების მიერ აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში დადებითად შეაფასა მონაწილეთა მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით დისკუსიების გაგრძელება და აღნიშნა, რომ ხსენებულ განცხადებასთან ერთად უნდა მოხდეს ახალი საერთაშორისო მექანიზმის შექმნა ადგილზე უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. ამასთან, ხაზგასმულ იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ძალის არსებობის პირობებში, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების მკაფიო ვალდებულების აღების საჭიროება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის სამხედრო წვრთნების გახშირების თაობაზე, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტსა და გალის რაიონში ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობა ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, მოუწოდა რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში შესვლის აუცილებლობას.

აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში დაგმო აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ 2 სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვის, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერისა და სადემარკაციო ნიშნების აღმართვის ფაქტები და აღნიშნა, რომ ამით იზღუდება ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება.

ამასთან, აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა სოფელ ერედვში ქართველი დევნილების სახლების განადგურების ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათ აქვთ თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება.

აშშ-ის წარმომადგენელმა წუხილი გამოთქვა გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიების შეჩერებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.

აშშ-ს დელეგაციამ აგრეთვე გამოთქვა წუხილი, რომ ვერც ერთ სამუშაო ჯგუფში ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრულად განხილვა, მათ შორის ვერც იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის, რადგან მეორე სამუშაო ჯგუფში მონაწილეებმა განხილვები კვლავაც დატოვეს და გავიდნენ დარბაზიდან. თავის განცხადებაში აშშ-მ მოუწოდა მონაწილეებს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისაკენ, იმისათვის, რომ ჟენევის დისკუსიების შემდეგ რაუნდებზე მოხდეს ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა, მათ შორის იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის.

შეხვედრაზე აშშ-ს წარმომადგენელმა მოუწოდა მხარეებს კონსტრუქციული მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმების მისაღწევად.

აშშ-მ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო მთავარი თემა ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილება - ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების

მზად ვართ თბილისთან დისკუსიებისთვის, თუკი ხელს მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიარებენ სამხრეთ ოსეთს - ანატოლი ბიბილოვი

20 სექტემბერი, 2018 , 13:15

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოსური მხარე მზადაა დისკუსიისთვის თბილისთან იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს კეტავს

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომელიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსებ

ერგნეთში შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წაემომადგენლებმა ჩაშალეს

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს - სუს-ი

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრ

ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე

13 სექტემბერი, 2018 , 11:00

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`