უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

15 მარტი, 2019 17:52
font-size

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე იმსჯელეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს ელჩებს მიეწოდა ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავების, რუსეთის სამხედრო ბაზაზე გადაყვანისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ.

დავით დონდუამ აღნიშნა, რომ ეს არ არის ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა; 2014 და 2016 წლებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულ იქნენ დავით ბაშარული და გიგა ოთხოზორია, ხოლო ზუსტად ერთი წლის წინ, ცხინვალის რეგიონში წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი. ამ კონტექსტში, დავით დონდუამ დელეგაციებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ გასულ წელს ხსენებულ პირებთან დაკავშირებით, რეზოლუციის - „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ მიღების თაობაზე.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას განიცდის და მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს. მათი ფუნდამენტური უფლებები სისტემატიურად ირღვევა. „მათ უკანონოდ აკავებენ, იტაცებენ და უზღუდავენ თავისუფალი გადაადგილებისა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფლებას“-აღნიშნა დავით დონდუამ.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების არ დაშვების გამო და ხაზი გაუსვა ასეთ ვითარებაში გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების დაუყოვნებლივ განახლების აუცილებლობას.

უკანონო ბორდერიზაციიდან 10 დღის შემდეგ პრეზიდენტი ისევ დუმს

16 აგვისტო, 2019 , 15:44

ორად გაყოფილი გუგუტიანთკარი და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი საცხოვრებელი სახლები. რუსმა ოკუპანტებმა 10 დღის წინ დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაასრულეს. ბანერები დამონტაჟებულია, მავთულხლართები გავლებული, მოსა

საქართველოში აკრიდიტირებული ელჩები ამ წუთებში გუგუტიაანთკარში იმყოფებიან

16 აგვისტო, 2019 , 13:46

საქართველოში აკრიდიტირებული ელჩები ამ წუთებში გუგუტიაანთკარში იმყოფებიან. ისინი ე.წ. საზღვართან სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან, სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლ

გუგუტიანთკართან რუს სამხედროებს დღეს სამუშაოები არ განუახლებიათ

16 აგვისტო, 2019 , 11:36

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკართან რუს სამხედროებს დღეს დილით სამუშაოები არ განუახლებიათ. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორ

ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - საქართველოში აშშ-ის საელჩო

16 აგვისტო, 2019 , 10:55

ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტ

ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანთკარში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების გამო - ერიკ ჰოგი

15 აგვისტო, 2019 , 18:29

გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების გავლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერიკ ჰოგი ეხმაურება. „ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანკარში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზო

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა

15 აგვისტო, 2019 , 11:33

დღეს დილიდან გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება. ამის შესახებ “რუსთავი 2“ იტყობინება. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ გან

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს