უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

22 ნოემბერი, 2019 11:50
font-size

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ იმსჯელეს.

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ა.წ. 9 ნოემბერს საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ექიმის დაკავების თაობაზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა; ქართული მხარის თხოვნით, ამოქმედდა ცხელი ხაზი, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და წითელი ჯვარი. ელჩმა ასევე ისაუბრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო გართულებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციებმა. მათ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვეს რთული ჰუმანიტარული ვითარების გამო.

გამომსვლელებმა აღნიშნეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი შესრულებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვების აუცილებლობა. მათ ხაზი გაუსვეს დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების აღდგენის საჭიროებას.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

7 ივნისი, 2021 , 17:14

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამერიკელი სენატორების საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

3 ივნისი, 2021 , 10:33

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამერიკელი სენატორების საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „პირველი გაჩერება სოფელ ზემო ნიქოზში. სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ რობ პორტმა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო

27 მაისი, 2021 , 16:49

1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით, 26 მაისს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო. როგორც წითელი ჯვრის საერთაშო

ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას აგრძელებს, რათა საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უფლება სრულფასოვნად აღდგეს - თეა ახვლედიანი

20 მაისი, 2021 , 10:11

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. თეა ახვლედიანი აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობასა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდა, რ

ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია

14 მაისი, 2021 , 19:22

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პირის უკანონოდ დაკავება განხორციელდა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ.

`რუსეთი ოკუპანტია! გავრილოვები მტრები!` - აქცია საოკუპაციო ხაზთან

13 მაისი, 2021 , 14:29

"ნაციონალური მოძრაობის წევრები" და სამოქალაქო აქტივისტები ქარელის რაიონში, ღოღეთი-თამარაშენის მისადგომებთან, შეიკრიბნენ და ოკუპაცია გააპროტესტეს. სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობს ბოლო რამდენიმე კვირაა, სადემარკაციო სამუშაო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი