უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 სექტემბერი, 2020 17:40
font-size

ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ხსნის

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების უფლებების ოფისი (ODIHR) ხსნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართელოს მთავრობის მოწვევით დღეს გახსნა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია (EOM) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

სადამკვირვებლო მისია ელჩ ჯილიენ სტირკის ხელმძღვანელობით შედგება ძირითადი გუნდის 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან. დამკვირვებლები პირველი ოქტომბრიდან გადანაწილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნების დღემდე რამოდენიმე დღით ადრე.
მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას როგორც ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო პროცესის ფუნდამენტურ ასპექტებს – კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. მისი ასევე შეაფასებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში.

სადამკვირვებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია შეხვედრა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

არჩევნების დღეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია (ODIHR EOM), ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლასა და შედეგების შეჯამებას.

სადამკვირვებლო პროცესის მიმდინარეობისას გამოქვეყნდება შუალედური ანგარიში საზოგადოებისა და მედიის ინფორმირების მიზნით. არჩევნების მომდევნო დღეს პრესკონფერენციაზე გაკეთდება განაცხადი არჩევნების წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ. საბოლოო ანგარიში, რომელიც შეაჯამებს სადამკვირვებლო პროცესს და გასცემს რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ“, – აღნიშნულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის OSCE/ODIHR სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა სირაძის განცხადებით, 79-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ადმინისტრაციული წესით ხუთი ადამიანია დაკავებული

31 ოქტომბერი, 2020 , 17:40

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ადამიანია დაკავებული. მისივე თქმით, პოლიციამ ეს ადამიანები პოლიციის დაუმორჩ

ამ დროისთვის პოლიციამ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო - მინისტრის მოადგილე

31 ოქტომბერი, 2020 , 15:45

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე. როგორც ცაციაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით არ

`ქართული ოცნების` აღმასრულებელი მდივნის განცხადების საფუძველზე ფაქტების შესწავლა დავიწყეთ - შსს

31 ოქტომბერი, 2020 , 00:23

30 ოქტომბერს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა

30 ოქტომბერი, 2020 , 17:57

კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგ

გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქე დაკავებულია

30 ოქტომბერი, 2020 , 12:45

პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათი ინ

შსს - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

29 ოქტომბერი, 2020 , 13:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართ