უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
კომენტარი
ევა გოცირიძის გამწესებით მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილება, დეგრადაცია- რომან გოცირიძე
დღეს, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ, პარლამენტის კვოტით ევა გოცირიძის კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს.
ოპოზიციის აზრით, ევა გოცირიძის გამწესებით, მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილება.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს დეგრადაცია.
„ეს არის უკვე ბოლო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილებისა და პოლიტიზერებისთვის, ვიტყოდი, დეგრადაციის. ეს არის მესამე ტალღა. პირველი ტალღის დროს, სასამართლოში ჩაინეგრა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები, მეორე ტალღის დროს, აქედან დეპუტატები გადავიდნენ და მოირგეს მოსამართლის მანტია და მესამე, ეს უკვე აშკარად ხელისუფლების ნებისმიერი წინადადების შემსრულებელი პიროვნება გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი“,-აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მონიკა დავლიანიძე