უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 მაისი, 2017 18:40
font-size

ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი არის საგზაო რუკა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ მიჰყავს - მიხეილ ჯანელიძე

ქ. ნიქოზიაში დღეს გაიმართა ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლზე. ამასთანავე, მონაწილეებმა იმსჯელეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, კულტურული ძეგლების განადგურებისა და მიგრაციის საკითხებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება. როგორც მინისტრმა აღნიშნა დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო განზომილებაში გადავიდეს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე.

"მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, სასამართლო სისტემის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა - საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტებია. მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ საქართველომ თანმიმდევრული და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი წარმოადგენს საგზაო რუკას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ მიჰყავს.

საქართველოს ძირეული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, მტკიცედ გვწამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო მონიტორინგის ეტაპიდან პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადავიდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განზომილებაში. ეს დამსახურებელი პროგრესი იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის და ასევე სტიმული დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა შემდგომი დაცვის მიმართულებით"- აღნიშნა მინისტრმა.

მიხელ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 2017 წლის 3 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ამჟამად ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას, რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ანგარიში გახდა მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი და სხდომის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ გენერალური მდივნის ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

მინისტერიალზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს მასზე ნაკისრი ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკას. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა მისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შორისაა საზოგადოების ყველაზე სუსტი ჯგუფებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სამართლის უზენაესობის გაძლიერება, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა პორტუგალიის, ლატვიისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრებზე განხილული იქნა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისათვის, მათ შორის ევროპის საბჭოს ფორმატში.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე