უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 მარტი, 2021 18:52
font-size

ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის - შარლ მიშელი

ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მას აწუხებს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მოუწოდებს ყველა მხარეს, მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს.

„ჩვენი მთავარი გზავნილი ის არის, რომ ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის. ჩვენ ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას და კანონიერებას. ჩემი მეორე მთავარი მიზანი და გზავნილი ის არის, რომ თქვენს გვერდით ვართ კოვიდ-19-თან ბრძოლაში. თქვენ რთული სიტუაცია გაგაჩნიათ ამ კომპლექსურ და რთულ რეგიონში. ჩემი მესამე გზავნილი გახლავთ ის, რომ ახლა და აქ მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. არსებული პოლარიზაცია და კრიზისი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ მოიპოვა წლების განმავლობაში ეს დემოკრატია და მიღწევები და ეს ყველაფერი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, თქვენი კოლეგების ძალისხმევითაც და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და ასევე გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე და მე ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა. ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი

12 აპრილი, 2021 , 17:40

რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარ

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი, 2021 , 16:35

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რ

მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

12 აპრილი, 2021 , 15:30

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. "ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი, 2021 , 15:30

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხად

„გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

12 აპრილი, 2021 , 12:25

„გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება. „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზო