უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


პოლიტიკა

14 სექტემბერი, 2017 11:45
font-size

ევროკავშირი და ევროკომისია გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით -ქრისტიან დანიელსონი

ვფიქრობ ის, რაც ჩვენ ვნახეთ საქართველოში რეფორმების მიმართულებით, ძალიან შთამბეჭდავია, - განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა (DG NEAR), ქრისტიან დანიელსონმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, „რეფორმა, ზოგადად გრძელვადიანი პროცესია და მუდმივად გრძელდება. მთავარია, გვესმოდეს, რა არის დღის წესრიგი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკავშირი და ევროკომისია კი, თავის მხრივ, გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს (DG NEAR), ქრისტიან დანიელსონს და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში აღმასრულებელ დირექტორს, თომას მაიერ-ჰარტინგს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა შეხვდა.

„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ არსებით პროგრესზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში და ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ამ მიმართულებით,“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ქრისტიან დანიელსონმა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ფინანსური სტაბილურობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები, აგრეთვე ყურადღება განახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

გიორგი კვირიკაშვილი 27 სექტემბერს ანგელა მერკელს შეხვდება

25 სექტემბერი, 2017 , 21:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. 27 სექტემბერს, ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლე

დიასპორასთან ვმართავთ რეგულარულ შეხვედრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - მიხეილ ჯანელიძე

25 სექტემბერი, 2017 , 20:56

„ჩვენი თანამემამულეების ინფორმირების, მათი საჭიროებების გარკვევისა და პროექტების ერთობლივად განხორციელების მიზნით დიასპორასთან ვმართავთ რეგულარულ შეხვედრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, -

„თბილისერვის ჯგუფმა“ საახალწლო დეკორაციების შესყიდვა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვით არ უნდა განახორციელოს - საია

25 სექტემბერი, 2017 , 17:55

ა.წ. 22 სექტემბერს, შპს „თბილისერვის ჯგუფმა“ წერილობითი თხოვნით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე. აღნიშნულის მიზეზად

ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგს გადიან

25 სექტემბერი, 2017 , 17:55

რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგს გადიან. ტრენინგი დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელ ჟერომ ლეღოსთან და სწავლების ცენტ

კახა კალაძე ვაკის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

25 სექტემბერი, 2017 , 17:45

კახა კალაძე ვაკის მაჟორიტარებთან, გიორგი ბირბიჩაძესთან და გიორგი მუსხელიშვილთან ერთად მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატმა მოსახლეობას 4 წლიანი გეგმა წარუდგინა. მისი

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა WorldVision საქართველოსთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო

25 სექტემბერი, 2017 , 17:30

„ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“ (SKYE პროგრამა) - ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაუ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე