უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 მარტი, 2021 14:55
font-size

ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რაც შარლ მიშლის ვიზიტმა დაადასტურა - დავით ზალკალიანი

დღეს, 2 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელი.
გაცილების ოფიციალური ცერემონიის დასრულებისას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იყო უაღრესად დროული და შინაარსიანი. მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ შარლ მიშელი უშუალოდ იყო ჩართული შიდა პოლიტიკური მოვლენების მოწესრიგების პროცესში, მიანიშნებს იმას თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი სტაბილურობას და სტაბილურ განვითარებას ქვეყანაში. „აუცილებელია ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ კრიზისული სიტუაციიდან, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს იმ უაღრესად სერიოზულ გამოწვევებს რომლებიც არის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, ასევე პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში“ - თქვა მინისტრმა.
მინისტრის თქმით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხილულ იქნას რეგიონში არსებული სიტუაცია: „ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე რეგიონებში და საკუთარი თვალით ნახა იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში დიალოგი კვლავ გაგრძელდება და უკვე ორ კვირაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროპის საბჭოს ასოცირების საბჭოში, კიდევ ერთხელ იქნება მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ვითარდება პროცესები, როგორ უმკლავდება ქვეყანა გამოწვევებს“.
ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ძლიერი მხარდამჭერი ყველა პროცესში და რომ ის არის უაღრესად დაინტერესებული იმით, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ რომელიც არის ამ პროცესში ჩართული მოძებნოს საშუალება პოლიტიკური დიალოგის და დეესკალაციის საშუალებით გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. „რა თქმა უნდა იმედი მინდა გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ის ოპონენტი და პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ამ პროცესში ჩართული კონსტრუქციულად გააგრძელებს დიალოგს და მოიძებნება საშუალება ამ სიტუაციიდან გამოსავლის“ - დასასრულს აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი, ასევე შეხვდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი