უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2017 18:10
font-size

ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებების უნარების გაძლიერებაში

26 იანვარს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის, „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ შედეგების შეჯამება მოხდა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოირჩევა თავისი ეფექტური საქმიანობით ქვეყანაში. ამავე დროს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სამომავლო გამოწვევებზეც. მისი თქმით, სამომავლოდ, მოსალოდნელია ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ახალი საკანონმდებლო აქტების მიღება, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს არა მხოლოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მისი პრევენციაც.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ტრენინგების შედეგები, რომლებიც ჩატარდა პროექტის ფრგლებში. მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე მოხდა საგამოძიებო სამსახურისა და მისი ადამიანური რესურსების, პრაქტიკულად სრული შეფასება, ასევე საკანონმდებლო ბაზის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით.

„საკმაოდ კარგი ინფორმაცია გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ - კორუფციის ინდექსის“ და „კორუფციის მსოფლიო ინდექსის“ მიხედვით ჩვენ 52-ე ადგილიდან 44-ე ადგილას გადმოვედით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს იმისთვის, რომ შეიქმნა შესაძლებლობა, მომხდარიყო როგორც კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ისე ინსტიტუციონალური დაახლოება და სტანდარტიზაცია.

პროექტის მიზანი იყო ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციები. პროექტის დახმარებით გაუმჯობესდა საგამოძიებო სამსახურის შიდა პროცესები.

დასკვნით ღონისძიებაზე შეფასდა პროექტის დაწყების თარიღიდან - 2015 წლიდან მიღებული შედეგები. მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ბადაშვილი, ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ბ-ნი ვინსენტ რეი, ფინეთის ელჩი საქართველოში, ქ-ნი არია მაკონენი, ასევე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები და პროექტში მონაწილე სახელმწიფო უწყებათა უმაღლესი წარმომადგენლები.

პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც საგამოძიებო სამსახური საქართველოში ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ორგანოა. ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახური ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფისა და საგადასახადო და ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულების შესახებ საკანონმდებლო და საგამოძიებო კუთხით რეკომენდაციების შემუშავების გზით.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2015 წლის მაისში და გრძელდება 2017 წლის თებერვლამდე. ევროკავშირის მიერ 1 230 000 ევროთი დაფინანსებული პროექტი წარმოადგენს საქართველოს საჯარო სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს. საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სამსახურების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი