უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მაისი, 2017 13:50
font-size

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში შრომითი ინპექციის შემოღებას - ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს შრომის ინსპექციის შექმნას.

როგორც ჰერმანმა აღნიშნა, შრომის ინსპექციის შემოღება ბიზნესს არ დააზარალებს, არამედ უკეთესი სამუშაო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

„შრომითი ინსპექცია საზოგადოების ინტერესშია. ტყიბულის მაღაროში მოხდა ძალიან სამწუხარო ინციდენტი. უფრო ფართო კონტექსტში კი უნდა ვთქვათ, რომ ინციდენტების რაოდენობა საქართველოში სამუშაო ადგილებზე არ მცირდება. სამუშაო პირობები კი, ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მხარს უჭერს შრომითი ინსპექციის შემოღებას. რა თქმა უნდა, ეს ყველა ინციდენტის პრევენციას ვერ მოახდენს, თუმცა გააუმჯობესებს პირობებს. ხანდახან ვისმენთ, რომ ეს ქართულ ბიზნესს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სწორი შრომის ინსპექცია უკეთეს გარემოს შექმნის“, - განაცხადა ჰერმანმა.

შეგახსენებთ, რომ შრომის უსაფრთხოებასა და შრომის ინსპექციაზე მსჯელობენ ადამიანთა უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის (EMC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში“, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები.

ანა მებურიშვილი

რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია - სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი, 2020 , 17:55

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალოა და მუდმივად უარესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოს

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს

28 იანვარი, 2020 , 17:50

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მორიგ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვ

გამოძიება არც ყოფილა, არც ჰქონდა ამას დასაწყისი და არც აქვს დასასრული - მალხაზ მაჩალიკაშვილი

28 იანვარი, 2020 , 17:50

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება არც კი ყოფილა. „ეს გამოძიება არც ყოფილა, არც ჰქონდა ამას დასაწყისი და არც აქვს დასასრული", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ,

დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან - სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი, 2020 , 17:35

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სრულად დაცულია. მაგრამ რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება: თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს,

ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა -პაატა იმნაძე

28 იანვარი, 2020 , 16:45

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის განცხადებით, 22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვ

თითოეული წამი და წუთი გადამწყვეტია, როდესაც შემოდის საგანგაშო ზარი - ვახტანგ გომელაური

28 იანვარი, 2020 , 16:25

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და „112“ გაერთიანება იქნება უფრო წა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`