უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 სექტემბერი, 2018 11:00
font-size

ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შემდგომი ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

„ევროკავშირი გმობს ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებას, როგორიც არის საქართველოს რეგიონის „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო ფორმირებების რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში გაერთიანება.

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და 2008 წლის 8 სექტემბრის ზომები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნულ რეგიონებზე წვდომით უზრუნველყოს.

ევროკავშირი აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით. ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. დაუსჯელობა ღრმა შეშფოთებას იწვევს.

ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერებითა და სხვა უამრავი დარღვევებით, მათ შორის იმ უფლებების დარღვევით, რომელიც უკავშირდება გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების ქონის თავისუფლებას, ასევე მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვას.

ამ 10 წლის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა თავისი ინსტიტუტები და განახორციელა რეფორმები დემოკრატიული სტაბილურობის გაძლიერების კუთხით.

ევროკავშირი მიესალმება შეთავაზებების პაკეტს “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც სარგებელს მოუტანს ადმინისტრატიული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას.

ევროკავშირი წუხს, რომ რუსეთი, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები უარს ამბობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხში ჩაერთონ. ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ცენტრალური საკითხია“, - წერია განცხადებაში.

რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

13 თებერვალი, 2019 , 15:40

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. 60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით ოკუპაციის ხაზთან ცხენის ძებნის დროს დააკავეს. ერთ-ერთი გატაცებული სოფელ განმუხურის რწმ

ეუთო-ს თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

11 თებერვალი, 2019 , 12:56

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. „ჩემი პირველი გაჩერება საქართველოში ვიზიტისას – ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

9 თებერვალი, 2019 , 16:45

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "ამერიკის შეერთებული შტატები თანმიმდევრუალად ახორციელებს საქართველოს მხარდ

ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხი - დღეს ერგნეთის შეხვედრა გაიმართება

8 თებერვალი, 2019 , 10:15

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღ

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს

7 თებერვალი, 2019 , 14:40

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ექვსი რუსი სამხედრო იმყოფება. ისინი ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარ

საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზა გადაკეტა –ციხელაშვილი

7 თებერვალი, 2019 , 14:40

რაც ხურვალეთში ხდება, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ცი