უკან

საზოგადოება

25 აგვისტო, 2017 14:45
font-size

ევროკავშირი მზადაა ბორჯომის ხეობის რესურსების გადარჩენისა და მისი მომავალი რეაბილიტაციისთვის - კარლო ნატალე

საქართველოს ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ნატალე ბორჯომის ხეობაში ჩავიდა. მისი ინფორმაციით, ევროკავშირმა გააქტიურა ბორჯომის ხეობის სატელიტური გადაღებები, რაც ქართულ მხარეს დაეხმარება ხანძრის კერების დაკვირვებასა და მის შემდგომ ლოკალიზებაში.

ნატალეს თქმით, ევროკავშირი მზადაა, საქართველოს დაეხმაროს ბორჯომის ხეობის რესურსების აღდგენაში.

„დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ვნახეთ ადგილზე. ვნახეთ ის ძალისხმევა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩაიდო ამ უსიამოვნო ფაქტის ბოლომდე მოგვარებაში. ვხედავთ, რომ მდგომარეობა საიმედოა.

მინდა მოგახსენოთ, რომ ევროკავშირმა გააქტიურა ე.წ. კოპერნიკუსის პროგრამის საშუალებით სატელიტური გადაღებები, რომლებიც ევროპაში გამოიყენება.

სატელიტების საშუალებით ტყის ხანძრების გავრცელების არეალის გადაღება და შემდეგ ამ რუკების გამოყენება იმისათვის, რომ შემდეგ მოხდეს კარგად დაკვირვება ხანძარზე და ბოლომდე ლოკალიზება. ეს რუკები საქართველოსთვის უკვე დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ალბათ, ხვალინდელ დღეზეც უნდა ვიფიქროთ და ევროკავშირი სრულიად მზადაა, რომ ექსპერტების მობილიზება მოახდინოს და ასევე ჩვენ დახმარებას გავუწევთ ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რესურსი იყოს გადარჩენილი და მომავალში მოხდეს მისი რეაბილიტაცია“, - განაცხადა კარლო ნატალემ.

ანა მებურიშვილი

კოჯორში გეგმური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

5 ივლისი, 2020 , 11:28

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების „ისარი 2020“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ივლისი, 2020 , 11:07

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანა

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე