უკან

პოლიტიკა

15 თებერვალი, 2017 16:45
font-size

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა დღეს გაიმართება

სტრასბურგში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა იხსნება, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც შექმნილია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. საპარლამენტო კომიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ პირველად ვიკრიბებით მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის თაობაზე ევროპარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, სხდომაზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ეკონომიკურ რეფორმებზე, სოციალურ პოლიტიკაზე, საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებშია აქტუალური.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომას ამ კომიტეტის თანათავმჯდომარეები, თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი უხელმძღვანელებენ.

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი