უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივნისი, 2020 10:52
font-size

ევროკავშირი საქართველოში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერ ახალი პროექტებს იწყებს

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში სამი ახალი პროექტი იწყება, რომელიც Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში შექმნილი პრობლემების დასაძლევად დახმარებას მოწყვლად ჯგუფებს გაუწევს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტები, რომლებსაც ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ განახორციელებენ, საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დაეხმარება.

„ევროკავშირი, კრიზისის დაწყების დღიდან მხარში უდგას საქართველოს და ასე გააგრძელებს. განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების კეთილდღეობა, თავიდანვე იყო ევროკავშირის ზრუნვის საგანი, ხოლო მათი მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახდინეთ საჭირო რესურსების მობილიზება და დღეს, მე დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ იწყება სამი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. პროექტებს შესაბამის სფეროში გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების განახორციელებენ. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მათთან თანამშრომლობის დაწყებას “, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

პროექტების შერჩევა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირების ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად მოხდა . როგორც ევროკავშირის საქართველოს წარმომადგელობაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტები წარმოადგენს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი დახმარების პირველი პაკეტის შემადგენელ ნაწილს და ასახავს Covid-19-ის კონტექსტში საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დასმულ აქცენტებს.

არის საფრთხე, რომ ვირუსი უკონტროლოდ გავრცელდეს - ეკატერინე ტიკარაძე

7 ივლისი, 2020 , 15:30

"ნებისმიერი ტალღის, იქნება ეს მეორე, მესამე, თუ იყო პირველი, საფრთხე არის, რომ შეიძლება მოხდეს მისი უკონტროლო გავრცელება,"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწორე

შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილი შეაჩეროს

7 ივლისი, 2020 , 14:10

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საერთაშორისო განვითარე

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

7 ივლისი, 2020 , 13:45

- „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალი ჰაბი“  გაიხსნა -Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული -ადამიანები „მენ

2019 წელს განხორციელებულმა მასშტაბურმა საკანონმდებლო რეფორმამ ხელი ვერ შეუშალა „კლანს“ პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები მოსამართლეების კანდიდატურები წარედგინა - საია

7 ივლისი, 2020 , 13:00

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის #8 (2019 წლის) ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ყურადღება რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული. ამასთან, ანგარიში მოიცავს რეკომენ

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიდერფუდის“ საქმეზე - არსებული მასალით, არ მტკიცდება, რომ სარჩელი ჩაბარებულია, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო

7 ივლისი, 2020 , 13:00

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთო სასამართლოების მიერ კომპანია „ლიდერფუდის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებსა და სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს, იუ

ცვლილებები არ ეხება `მაუწყებლობის შესახებ` კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან - კომუნიკაციების კომისია

7 ივლისი, 2020 , 13:00

ინფორმაცია, თითქოს "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია აცხადებს. კომისია ხაზს უსვამს, რომ ეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე