უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივლისი, 2018 10:55
font-size

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის რეფორმებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად - იოჰანეს ჰანი

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი და ვიზალიბერალიზაცია იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია, ხოლო ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნება და არჩევანია.

ყურადღება გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატზე, როგორც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე. მხარეთა შეფასებით, საქართველო ლიდერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები მზარდი და პოზიტიურია.

მამუკა ბახტაძემ იოჰანეს ჰანს დეტალურად გააცნო საქართველოს სამთავრობო რეფორმების გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგთან. ითქვა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ახალი პროგრამები და ინიციატივები, რომელთა ნაწილიც უახლოეს მომავალში განხორციელდება ევროკომისიის მხრიდან დადებითად შეფასდა. ხაზი გაესვა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა მრავალი მიმართულებითდა ევროკავშირი განაგრძობს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას.

გამოითქვა იმედი, რომ გადადგმული ნაბიჯები, ასევე, შემუშავებული საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებას ისახავს მიზნად, ხელს შეუწყობს საქართველოს დაბრუნებას დიდ ევროპულ ოჯახში.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ ჰანს მადლობა გადაუხადა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის დაარსებას, რაც იოჰანეს ჰანის პირადი ინიციატივა იყო და რომლის გახსნაც უახლოეს მომავალში იგეგმება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სისტემაში დაგეგმილ ძირეულ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებაც, პრემიერის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და ინკლუზიურ ზრდას.

ევროკომისიაში გამართული შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და პოზიტიურად შეფასდა, როგორც საქართველოს მთავრობის პოლიტიკა - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით, ისე ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. იოჰანეს ჰანმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.

ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში დასრულებულია.

ხატია ტატიშვილი

კალაძე-ივანიშვილის მაფიამ ფერისცვალება მოგვილოცა გაზის გაძვირებით -შალვა ნათელაშვილი

18 აგვისტო, 2018 , 15:55

საქართველოს ლეიბორისტული პარტია თბილისში ბუნებრივი აირის ფასის ზრდას ეხმიანება. საპრეზიდენტო კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გაზზე ტარიფის მატება სხვა პროდუქტების ფასზეც აისახება. შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუ

ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო - მიხეილ ბატიაშვილი მოჭიდავეებზე

18 აგვისტო, 2018 , 15:35

„სპორტსმენებმა ბოდიში მოიხადეს. ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელისა და ნაკრების წ

„ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მას შემდეგ დავიწყებ, როცა პარტია ჩემს საპრეზიდენტო კანდიდატზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს - სალომე ზურაბიშვილი

18 აგვისტო, 2018 , 14:50

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მას შემდეგ დაიწყებს, როცა პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. „მე დავიწყებ კონ

მეკობრეების მიერ გემის გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ - ვლადიმერ კონსტანტინიდი

18 აგვისტო, 2018 , 14:50

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, მეკობრეების მიერ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, „პანტელენას“ გატაცების ფაქტი ჯერ

ფინანსურ საკითხში გაჭედილი ვარ, მაგრამ მე ამით ვამაყობ - მიხეილ სააკაშვილი

18 აგვისტო, 2018 , 14:35

უკრაინის რადიოსადგურის «Радио Новое время»-ს პროგრამაში «Час відповідати» („პასუხის გაცემის დრო“) ჟურნალისტი ვიტალი სიჩი სკაიპის მეშვეობით ესაუბრა ამსტერდამში (ნიდერლანდები) მყოფ მიხეი

გერმანიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს - ლევან იზორია

18 აგვისტო, 2018 , 12:40

გერმანიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პა

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან