უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2019 15:50
font-size

ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს - თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.

ერიკ ჰოგმა მოკლედ მიმოიხილა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე მოვლენები.

ყურადღება დაეთმო კონტროლირებად გადაკვეთის პუნქტებზე უკანასკნელ პერიოდში შემოღებულ შეზღუდვებს და მათ გავლენას ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საცხოვრებელ პირობებზე.

„შეხვედრაზე თამარ ჩუგოშვილმა რეგლამენტის რეფორმის შედეგად შემუშავებულ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზები და გაძლიერდა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციები. ასევე, საუბარი შეეხო პარლამენტის როლს საპარლამენტო მმართველობის სისტემაში და საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს და მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაინტერესდა პარლამენტში მიმდინარე კვლევითი ცენტრის რეფორმით და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობით. ჰოგმა დასძინა, რომ ამ მიმართულებებით საინტერესო იქნებოდა თანამშრომლობა და სამომავლოდ ინფორმაციის გაცვლა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნდობის ჯგუფის საქმიანობას, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

მხარეები შეთანხმდნენ მისიასა და საქართველოს პარლამენტს შორის ფუნქციური თანამშრომლობისკენ მიმართულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი