ევროკავშირი გადაამოწმებს, აქვს თუ არა სომხეთს ბირთვული იარაღი

ევროკავშირში განაცხადეს, რომ სომხეთის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას , რომ ერევანს ბირთვული იარაღი გააჩნია, გადაამოწმებენ.

ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია კოციანჩიჩმა განაცხადა, - წერს Интерфакс.

„ეს უნდა გადავამოწმო. ჩვენი პოზიცია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით, იცით. ჩვენი მიდგომაც იცით, მაგრამ ამას გადავამოწმებ“,-განაცხადა კოციანჩიჩმა.

ბირთვული იარაღის საკითხს დღეს სომხეთის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, სომხეთი ბირთვულ ელექტროსადგურს მშვიდობიანი მიზნით იყენებს.

„ელექტროენერგიის წარმოების მიზნით. სომხეთის ხელისუფლება ბირთვული იარაღის წარმოებას არ აპირებს. გრანტ ბაგრატიანმა პირადი მოსაზრება გამოთქვა“,-აღნიშნა სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, სომხეთის ექს-პრემიერ მინისტრმა, საპარლამენტო ფრაქცია `სომხეთის ეროვნული კონგრესის~ დეპუტატმა გრანტ ბაგრატიანმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა აქვს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს იარაღი უკვე არსებობს.

მონიკა დავლიანიძე