უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2018 18:21
font-size

ევროკავშირის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ევროკავშირის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი შეხვედრა.

დავით ზალკალიანმა კარლ ჰარცელს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტები და დადებითად შეაფასეს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს გააცნო მთავრობის ინიციატივის - ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის - შემუშავების მიმდინარეობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილ საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის კოლეგიას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე და ხაზი გაუსვეს მოსამზადებელი პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხზე. მინისტრმა ევროკავშირის ელჩს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის მძიმე ფონი, რომელიც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში და ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებაში ევროკავშირის ჩართულობაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ინტენსიურ თანამშრომლობაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.

უნდა გაეცეს პასუხი, ამ ინფორმაციის 1% ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის საბოტაჟის ან პროვოკაციის ნიშნები - მამუკა მდინარაძე ყალბი მოწმობების შესაძლო დაბეჭდვაზე

20 ნოემბერი, 2018 , 17:50

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, შესაძლოა, ყალბი პირა

გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

20 ნოემბერი, 2018 , 17:50

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან, ლუკას ბეგლინგერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ქვეყნის პირველმა პირმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისათ

ეს არათუ გაუგონარია, არამედ თეორიულადაც კია წარმოუდგენელი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

20 ნოემბერი, 2018 , 17:35

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება მიმდინარეობს, სიცრუეს უწო

მეორე ტურის წინ ბათუმის საარჩევნო უბნებიდან 19 პირი წავიდა - მირდატ ქამადაძის აზრით, ამ ფორმით ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება

20 ნოემბერი, 2018 , 17:20

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე საოლქო კომისიის მიერ დანიშნული 19 წევრი წავიდ

ეკა გიგაური იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც მეორე ტურისთვის ყალბ პირადობის მოწმობების დამზადებას მეთვალყურეობს

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურისთვის ყალბ პირადობის მოწმობების დამზადებას მეთვალყურეობენ. "საერთაშორისო გამჭირ

გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, ოკუ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`