უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 ივნისი, 2017 15:10
font-size

ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა უკვე შესაძლებელია

ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროპის ბაზარზე შესაძლებელია შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა. აღნიშნულის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირმა ოფიციალურად დაადასტურა გადაწყვეტილება და ევროპულ ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა დაუშვა. ეს არის საქართველოს მხრიდან გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგი და მიღწეული პროგრესი, რომელიც საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მთლიანი სისტემის აღიარებას უკავშირდება.

,,შავი ზღვის თევზს და თევზის პროდუქტებს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის დიდი პოტენციალი გააჩნია. დღეისათვის, 30 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება თურქეთში, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთი საექსპორტო ბაზარი იყო ქართული თევზისთვის. დღეიდან ქართულ პროდუქტს შესაძლებლობა ექნება 500 მილიონიან, უფრო მაღალ მსყიდველობითუნარიან ევროპულ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი. ეს იმას ნიშნავს, რომ სექტორში გაჩნდება მეტი შესაძლებლობები, რაც იქნება სტიმული საქართველოში თევზჭერის და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„მოხარული ვარ რომ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვიმყოფები. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანი მიღწევები უკვე არსებებოს. ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით აუცილებლად გაიზრდება. დღეს განვაცხადეთ ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც თევზის ექსპორტი შესაძლებელი გახდება ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოს ამ მიმართულებით კარგი პოტენციალი აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეხმარება ქართულ თევზს უფრო პოპულარული გახდეს სხვა ბაზარზეც. მომავალში ველით თანამშრომლობის გაგრძელებას. მოლაპარაკებები მიმდინარეობას სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ჰერმანმა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სიის წარდგენას, რის შემდეგაც აღნიშნული ბიზნესოპერატორები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას.

მესამე ქვეყნების ოფიციალურ სიაში საქართველოს შეყვანის მიზნით, 2014 წელს ქართულმა მხარემ ევროკომისიაში განაცხადი წარადგინა. ამის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ასევე, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილი თევზისა და თევზის პროდუქტების წარმოებების ადგილზე აუდიტის განსახორციელებლად, საქართველოში ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE - Directorate General Health and Food Safety) სურსათისა და ვეტერინარიის ოფისის (FVO – Food and Veterinary office ) აუდიტორ-ინსპექტორები იმყოფებოდნენ.

მისიის მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის პროცედურები და შედეგები. მისიის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რის საფუძველზეც, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და განახორციელა შესაბამისი აქტივობები, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან.

განხორციელებული საქმიანობის საფუძველზე საქართველო დაემატა იმ მესამე ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირში ნებადართულია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის გათვალისწინებული შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტი.

შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული თევზი მე-3 ცხოველური წარმოშობის პროდუქტია (მატყლისა და თაფლის შემდეგ), რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა.

ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 56.78 მლნ, რუსეთიდან - 34.78 მლნ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი

15 ივლისი, 2019 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ივნისის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მლნ აშშ დოლარი (398.8 მლნ ლარი) შეადგინა,

ეროვნული ბანკი ივნისში ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს

15 ივლისი, 2019 , 15:30

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2019 წლის ივნისის მდგომარეობით. ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიული ინფორმაცია/პრესრელიზი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნ

Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

15 ივლისი, 2019 , 15:30

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარ

ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ჩვენს ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები - ნათია თურნავა

11 ივლისი, 2019 , 16:20

ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ჩვენს ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლ

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ოქმი გაფორმდა

11 ივლისი, 2019 , 12:00

2019 წლის 8-10 ივლისს, კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით

გემთმფლობელებს საქართველოს პორტებში მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ

11 ივლისი, 2019 , 12:00

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს მნიშვნლოვანი შეღავათები დაუწესდათ. სააგენტოს საფ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს