უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 მარტი, 2025 09:35
font-size

ევროკავშირის ბიუროკრატიიდან კონკრეტული ადამიანები პირდაპირ საუბრობენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში, ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კონკრეტულ ადამიანებს სურდათ და დღესაც სურთ, მეორე ფრონტი იხილონ საქართველოში - ირაკლი კობახიძე

დღეს, ერთადერთი ვინც საუბრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ომი უკრაინაში, არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპელ პოლიტიკოსებს, ისინი აკრიტიკებენ ტრამპის მიდგომას და ყველანაირად ცდილობენ, დაბრკოლებები შეუქმნან მის სამშვიდობო პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მშვიდობა უკრაინაში შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ომი, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.

„გაგახსენებთ კონკრეტულ განცხადებებსაც კი, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, წამოცდენა დავარქვათ ამას, თუ არ ვიცი, რა დავარქვათ, რომ ახლა მშვიდობა უკრაინაში შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ომი უკრაინაშიო. ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას, რომ კარგად გავიაზროთ ევროპელი ბიუროკრატების დამოკიდებულება უკრაინაში ომის მიმართ. პირიქით, ეს ბიუროკრატია არის „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობა, ვსაუბრობ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ პოლიტიკას ევროკავშირში, ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში. ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს სურდათ და დღესაც სურთ, რომ იხილონ ანალოგიური პროცესები საქართველოში, ვგულისხმობ მეორე ფრონტს. პირდაპირ ხელის გულზე დევს მათი განცხადებები, პირდაპირ უქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს პრეზიდენტ ტრამპს იმ გზაზე, რასაც ჰქვია სამშვიდობო პროცესის წარმართვა,“- განაცხადა პრემიერმა.

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ