უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივლისი, 2020 12:45
font-size

ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევები არ დავკარგოთ - გიორგი გახარია

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსა და კიდევ 14 ქვეყანასთან შეუძლიათ საზღვრების გახსნა; აქ მთავარია ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული და ევროკავშირმა წევრ ქვეყნებზე გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსთვის საზღვრების გახსნა რისკის და საფრთხის შემცველი მათი სახელმწიფოებისთვის არ იქნება, - მშვენიერია, პირველი მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა

.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციის შემდგომ, ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ, შიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო სხვადასხვა გადაწყვეტილება, ზოგმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, ზოგმა - გარკვეული პირობებით და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევა, რომელიც დღეს გვაქვს, არ უნდა დავკარგოთ და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც. ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოვალეობაა, ვიზრუნო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. შემდგომ, ის აღიარება, რომელიც მივიღეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გონივრულად უნდა გადავთარგმნოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ მიღწევებში. ამიტომ, ვსაუბრობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი, რასაც გონივრული მიდგომები სჭირდება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაზე და არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სტუმრები იქნებიან ისინი - საქმიანი, სამედიცინო მიზნებისთვის ჩამოსული ხალხი, თუ სტუდენტები. იცოდეთ, რომ საქართველოში 20 ათასი უცხოელი სტუდენტი გვყავს, რომელიც სექტემბერში, სწავლის პროცესის განახლების შემდეგ, ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ. ამიტომ, მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა ეტაპობრივი, გონივრული, ნაბიჯ-ნაბიჯ, პირველ რიგში ორიენტირებული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე და რა თქმა უნდა, მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესსაც ხელი შეუწყოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ევროკავშირმა 15 უსაფრთხო ქვეყნის სია გააკეთა ერთი მნიშვნელოვანი დათქმით, რომ ყოველ ორ კვირაში ეს სია გადაიხედება.

„როგორ ფიქრობთ, ამ სიის გადახედვის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი რა იქნება?! - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი