უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 იანვარი, 2019 15:06
font-size

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი - მამუკა ბახტაძე

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოყოფილი თანხა რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება.

„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 ევროს ფინანსური სახსრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაგვეხმარება, რომ საქართველო გავხადოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი. აღნიშნული თანხა მოხმარდება რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს. ჩვენი თხოვნა ევროპის მიმართ, რომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარება გაზრდილიყო, დაკმაყოფილებულია და მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საკითხზე 21 ნოემბერს გაიმართა პირდაპირი შეხვედრები და კომუნიკაცია ევროკომისრებთან, სადაც ევროკავშირმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სიიდან ერთადერთ ქვეყანას, შესთავაზა აღნიშნული ფორმატი.

„ჩვენ მათთან ერთად გავიარეთ აღნიშნული პროექტები და შესაბამისად, მინდა ჩვენს საზოგადოებას ვამცნო, რომ ეს პორტფელი არის დამტკიცებული. მინდა ყველას მივულოცო და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამ გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხების ინვესტირება მოხდება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში.

„კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ფარგლებშიც, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და რომლის განხორციელება ჩვენს ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს მისცემს ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. აღნიშნულ კონტექსტში, მისასალმებელია ევროკომისიის მიერ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის გამოქვეყნება. საინვესტიციო გეგმის განხორციელებით, შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოგისტიკური ცენტრებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობა და რეაბილიტაცია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ორგანოს სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართვ

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტო, 2019 , 10:29

კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე, ს

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს