უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 ივნისი, 2020 12:40
font-size

ევროკავშირის მიერ სიის გამოქვეყნებამდე, საქართველოს მხრიდან ყველა რეგულარული ფრენის ერთი თვით გაუქმება გაუგებარია - გიორგი კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ სიის გამოქვეყნებამდე, საქართველოს მხრიდან ყველა რეგულარული ფრენის ერთი თვით გაუქმება გაუგებარია და ლოგიკას არის მოკლებული.

კანდელაკი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს.

„დღეს ევროკავშირმა უნდა გამოაქვეყნოს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც იგი უხსნის საზღვრებს პირველი ივლისიდან. გუშინ „ევრონიუსმა“ და სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნეს მათ მიერ მოპოვებული ეგზემპლარი, რომელშიც საქართველო ფიგურირებს. ამ ფონზე სიის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მთავრობის მიერ ყველა რეგულარული ფრენის გაუქმება ერთი თვის ვადით, ჩვენი აზრით არის როგორც მინიმუმ გაუგებარი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, ბიზნესი სულმოუთქმელად ელოდა ფრენების გახსნას.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ეკონომიკის გაწირვას, ბევრი ადამიანის შემოსავლის გარეშე დატოვებას.

ამასთან, ფრენების გაუქმება ეხება ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მათ შორის, იმ ქვეყნებსაც, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, ბალტიის ქვეყნებს მაგალითად, პოლონეთს. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის როგორც მინიმუმ გაუგებარი და აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტება, რა ლოგიკაა იმაში, რომ მანამ, სანამ ევროკავშირი გამოაქვეყნებს თავის სიას, ჩვენ ევროკავშირს ვეუბნებით, რომ არც ისე ძალიან გვინდა ამ სიაში ყოფნა,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გიგი უგულავა უდუმაშვილს - ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა

24 სექტემბერი, 2020 , 11:15

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა "ენმ"-ს მიერ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმ მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას ეხმაურება. უგულავა ზაალ უდუმაშვილს მიმართავს. "ზუგდიდი ირჩევს

ექიმი ვახტანგ ყიფიანი ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე

23 სექტემბერი, 2020 , 15:55

“დღეს ჩვენი კოლეგა ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია“- „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაპატიმ

გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის საუბრის მთავარი ლეიტმოტივი იყო - არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება - რომან გოცირიძე

23 სექტემბერი, 2020 , 15:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველის საუბრის მთავარი ლეიტმოტივი იყო -არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომ

მიშამ დაიწყო სინგაპურის მოდელით, ესენი საჩხერის მოდელზე გადავიდნენ - დავით ჭიჭინაძე

23 სექტემბერი, 2020 , 10:20

“მიშამ დაიწყო სინგაპურის მოდელით, ესენი საჩხერის მოდელზე გადავიდნენ. შუაში შეკვეთილი მაინც გაევლოთ, იქ აუზი მაინცაა თანამედროვე და საკონცერტო დარბაზი“, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მას ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სურს - თენგიზ ომანაძე

22 სექტემბერი, 2020 , 15:40

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მას ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სურს, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კან

მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სადაც მისი მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.