უკან

კომენტარი

13 მარტი, 2019 14:45
font-size

ევროკავშირის მხრიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად განიხილება, შესაბამისად თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა შეტყობინებასა და ინფორმაციაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას და მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ თავშესაფრის მოთხოვნისგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რადგან ყველანაირი ასეთი მცდელობა ფუჭია.

„ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უსაფრთხო ქვეყნების რიცხვშია შეყვანილი. ეს გულისხმობს, რომ თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული არც ერთი მიმართვა არ იქნება დაკმაყოფილებული. ამიტომ საზოგადოებას და ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავს მძიმე მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად განიხილება და თავშესაფრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, უწყებისთვის ცნობილია ესპანეთის შემთხვევის შესახებაც, სადაც თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და ღამეს ქუჩაში ათევს.

„ჩვენი კონსული შეხვდა მათ და განუმარტა ყველანაირი პროცედურები. მათ ასევე შეხვდა ადგილობრივი საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები და მათ განემარტათ, რომ მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და მომავალში ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ იქნება არცერთ ევროკავშირის ქვეყანაში დაკმაყოფილებული“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საკვანძო სიტყვები:

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში - თეა წულუკიანი

27 მაისი, 2020 , 10:55

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა, - ასე პასუხობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მის შესაძლო გამწ

ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული, ეს ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია - დავით ჭიჭინაძე

26 მაისი, 2020 , 17:53

ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეგიონალური განვითარება, რეგიონებს შორის კოორდინაცია - ეს არ არის მარტივი საქმე და მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს, დარგის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არა ადამიანი, რომელსაც კანცელა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები - ანრი ოხანაშვილი

25 მაისი, 2020 , 15:17

საინტერესოა, რას ეტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის

მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და „ქართული ოცნების’’ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე - გრიგოლ გეგელია

22 მაისი, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სავალალოა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ სხვა სახელმწიფოებს ესმით ის თუ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. გეგელიას განცხადებით, ევროპარ

ნატო ჩხეიძე: კაცს რომ დამპყრობელი არგონავტები ჩვენი სამშობლოს სიმბოლო ჰგონია, რა გასაკვირია, პარლამენტის რიგიანი მუმაობა მასკარადი ეგონოს

22 მაისი, 2020 , 14:17

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას: „ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „სერიი

დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს კომპლიმენტისთვის - გიგა ბოკერია

21 მაისი, 2020 , 17:13

„გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, ჯობია ნომერ პირველი გოიმი იყო,“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“