მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის გამო რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგძლივა
ევროკავშირის საბჭომ ყირიმის ნახევარკუნძულისა და ქალაქ სევასტოპილის უკანონო ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2019 წლის 23 ივნისამდე გაახანგძლივა.
ევროკავშირის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ სანქციები ეხება ევროკავშირის მოქალაქეებსა და ევროპულ კომპანიებს. კერძოდ, შეზღუდვები ვრცელდება ევროკავშირში ყირიმიდან და სევასტოპოლიდან პროდუქციის შემოტანაზე, ასევე აღნიშნულ ტერიტორიებზე ინვესტიციების განხორცილებაზე , ტურისტულ მომსახურებასა და ყირიმში სხვადასხვა საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე.
განცხადებაში ევროკავშირის საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, 4 წლის თავზე ის არ აღიარებს ყირიმისა და ქალაქ სევასტოპილის უკანონო ანექსიას და გმობს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.
აღნიშნული სანქციები ევროკავშირმა 2014 წლის 14 ივნისს შემოიღო რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის საპასუხოდ.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

