უკან

კონფლიქტის ზონა

31 ოქტომბერი, 2019 15:00
font-size

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ბოლო დღეებში ახალი მავთულხლართების მონტაჟი დააფიქსირა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ატოცში, გამყოფ ხაზთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სოფელ ატოცთან 30 ოქტომბერს რეგულარული და დაგეგმილი პატრულირება განახორციელა.

„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მონიტორინგს დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების ადგილზე ყოფნა რაიმე სპეციფიურ ინციდენტზე პასუხი არ ყოფილა, როგორც ამას გარკვეული წყაროები ამბობენ“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს იყო მისიის გეგმის მიხედვით წინასწარ დაგეგმილი პატრულირება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება და იუწყება ატოცის სიახლოვეს დამატებითი „ბორდერიზაციის“ პროცესის ბოლო დღეებში მისიამ ახალი მავთულხლართების დამონტაჟება დააფიქსირა, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლებაში დამატებით ბარიერებს უქმნის.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უახლოეს წარსულში სამხრეთ ოსეთის მხრიდან უსაფრთხოების აქტორების პატრულირებასა და განლაგებაში რაიმე საყურადღებო ცვლილება არ დაუფიქსირებია. მისიამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ამ კონკრეტულ მონაკვეთში უსაფრთხოების კუთხით ამ დროისთვის არსებული სიტუაცია სტაბილურად შეაფასა“, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

იმედი მაქვს, რომ პროცესი ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ქართველი ექიმის გათავისუფლებით დასრულდება - დავით ზალკალიანი

20 ნოემბერი, 2019 , 12:15

„კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების კატეგორიული მიუღებლობა. განვიხილეთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ის სამოქმედო გეგმები, რომელიც მაქსიმალურად ეფე

იმედი მაქვს, ქართველი ექიმი უახლოეს ხანში საყვარელ ადამიანებს დაუბრუნდება - ეუთო-ს გენერალური მდივანი

20 ნოემბერი, 2019 , 12:15

ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი იმედს გამოთქვამს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს ხანში დაუბრუნდება საყვარელ ადამიანებს. ეს განცხადება ტომას გრემინგერ

კახა იმნაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

20 ნოემბერი, 2019 , 11:00

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში, თემაზე: შერიგების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თავის გამოსვლაში იმნ

დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

20 ნოემბერი, 2019 , 11:00

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებულ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვი

აფხაზეთში ცეცხლმა 11 ათას ჰექტრამდე ფართობი მოიცვა

19 ნოემბერი, 2019 , 12:00

ხანძარს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენები ამ დრომდე ებრძვიან. გაგრასა და ცივწყაროს ტერიტორიებზე მეხანძრე-მაშველები დაკვამლიანების და ცუდი ხილვადობის გამო ხანძრის ჩაქრობას ვერ ახე

ვიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთან ექიმ ვაჟა გაფრინაშვილის უკანონო დაკავების საკითხი განიხილა

19 ნოემბერი, 2019 , 10:55

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ევროპასა და ცენტრალურ აზიაშ