უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 დეკემბერი, 2016 12:30
font-size

ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტში საქართველო არის განსაზღვრული როგორც სანდო და დასაყრდენი პარტნიორი - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით შემუშავებულ ახალ დოკუმენტში, საქართველოს უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში განაცხადა, ევროკავშირის დოკუმენტში საქართველო არის განსაზღვრული როგორც სანდო და დასაყრდენი პარტნიორი.

,,ევროკავშირმა, ახლახან შეიმუშავა ახალი გლობალური სტრატეგია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში საქართველოს უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი; საქართველო არის განსაზღვრული როგორც სანდო და დასაყრდენი პარტნიორი. ჩვენ ამ საკითხებზე საუბარი გვქონდა ევროკავშირში გამართული შეხვედრების ფარგლებში, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც გამოვთქვით მზადყოფნა კიდევ უფრო მეტად გაღრმავებული ურთიერთობების, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმის წინააღმდეგ ქმედებების კუთხით. ასევე, ვთანამშრომლობთ კიბერუსაფრთხოების სფეროში ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით, თუ საერთაშორისო მისიებში, რომლებსაც ევროკავშირი ახორციელებს. ამ ჩვენი მონაწილეობით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ფუნქციას ვასრულებთ’’, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის მისიებში საქართველოს როლის შესახებ ხაზგასმული იქნა თბილისში მიმდინარე რეგიონული ამბასადორიალის ფარგლებში ფრანგი და გერმანელი დიპლომარების მხრიდანაც.

,,ჩვენ ასევე გერმანიასა და საფრანგეთთან, ვსაუბრობთ კიდევ უფრო გაღრმავებულ თანამშრომლობაზე და გვინდა, რომ ის ფართო სპექტრი ურთიერთობების, რომელიც დღეს გვაქვს, გადავიყვანოთ კიდევ უფრო მაღალ სტატუსში და საქართველო მოიაზრებოდეს, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასაყრდენად რეგიონში’’, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

გიორგი გახარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. ,,ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თ

ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლოში, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით - იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

„ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ვადასტურებ იმას, რაც ბრძანა პრემიერ-მინისტრმა, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:09

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პ

გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები - გიგა ბოკერია

16 სექტემბერი, 2019 , 15:50

დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გ

„ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი აქტივობების ინიცირება - გია ვოლსკი

16 სექტემბერი, 2019 , 14:15

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე

ისრაელის პრესა: „სკამზე მიწებებულ“ ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს საელჩოდან წასვლა არ სურს

16 სექტემბერი, 2019 , 14:12

ისრაელის გავლენიანი გამოცემა „იედიოთ ახრონოთი“ (14.09.2019) საქართველოში ისრაელის ელჩისთვის, შაბთაი ცურისთვის ამ თანამდებობაზე ვადის 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას უძღვნის სტატიას, სათაურით „მუდმივი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს