უკან

ეკონომიკა

11 ივლისი, 2019 16:20
font-size

ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ჩვენს ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები - ნათია თურნავა

ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ჩვენს ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკა არის ერთ-ერთი ის სფერო, რომელშიც გაუმჯობესება გვაქვს ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

„ვახდენთ ჩვენი ეკონომიკის ხელახალ ფორმირებას, გარკვეული რეფორმების გატარებას, რათა გადავიდეთ მწვანე ეკონომიკურ მოდელზე - მწვანე ბაზრის ეტაპზე. აქტიურად ვეხმარებით განახლებადი ენერგიის წარმოებას, ენერგოეფექტურობის კუთხით ვახორციელებთ სრულიად ახალ პრინციპებს საქართველოში, ვამზადებთ ევროკავშირის დახმარებით კონკრეტულ პროგრამას, კანონმდებლობას და კანონქვემდებარე აქტებს, რათა დავეხმაროთ ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ენერგოეფექტურობა წარმოადგენს ერთგვარ გამოწვევას, თუმცა ამავდროულად, ეს არის ახალი შესაძლებლობები ევროპული ბიზნესებისთვის.

„2020 წლისთვის ვახორციელებთ ენერგოეფექტურობის სტანდარტს სამშენებლო ინდუსტრიულ მრეწველობაში, რომელიც საჭიროებს დამატებით ცოდნას, დამატებით ინვესტიციებს ევროპული მხრიდან და სწორედ ამიტომ მსურს, მივმართო ევროპულ კომპანიებს, გამოიყენონ დახმარების ეს შესანიშნავი შესაძლებლობა,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია, აწარმოოს ელექტრომანქანები ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად, რაც მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურას.

„ყველა ეს სფერო, ერთი მხრივ, უკავშირდება იმ ვალდებულებას, რომელიც ჩვენ ავიღეთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით. რა საკვირველია, ეს გახლავთ ახალი შესაძლებლობები, ახალი პროექტები ევროპელი ბიზნესპარტნიორებისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, რომ შეიქმნას ერთობლივი საწარმოები ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

`საინვესტიციო ფონდების შესახებ` კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

5 ივნისი, 2020 , 17:15

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ისრაელის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებასთან თანამშრომლობას აღრმავებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება Lahav თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში აცხადებენ, რომ Lahav-თან პარტნიორობა საუკეთესო პლატფორმაა ისრაე

დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, – ამის შესახებ ეროვნულ

მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 16:40

კორონავირუსის პანდემია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის შედეგები ინფლაციაზე ძირითადად რამდენიმე არხით აისახება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,

საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 15:55

სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც ითვალისწინებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბი

მთლიანად საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა - ნათია თურნავა

4 ივნისი, 2020 , 15:55

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები შედის - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე იზრდება. ცვლილების პროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!