უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 სექტემბერი, 2021 13:37
font-size

ევროკავშირის ცისფერი ბარათის ახალი წესები მაღალკვალიფიციური მიგრანტების ევროპაში დასაქმებას გაამარტივებს

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირის ცისფერი ბარათის რეფორმა, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს დასაქმებას გაუმარტივებს. რეფორმა, ამასთან, ძირითად სექტორებში სამუშაო ძალის დეფიციტის შევსებასაც შეუწყობს ხელს.


2009 წლის ბოლოს ამოქმედებული ცისფერი ბარათის დირექტივა განსაზღვრავს ევროკავშირში შესვლის და ცხოვრების პირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები (და მათი ოჯახის წევრები), თუ მათ ევროკავშირის შიგნით მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე სურთ დასაქმება.

განახლებული წესების მიხედვით, დასაქმების მსურველებმა საკუთარი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების გარდა უნდა წარადგინონ შრომითი ხელშეკრულება ან იურიდიულად სავალდებულო სამუშაოს შეთავაზება მინიმუმ ექვსი თვის ვადით. აქამდე მოთხოვნილი სამუშაო კონტრაქტის ვადა 12 თვე იყო.

სამუშაოს მაძიებელთა სახელფასო ქვედა ზღვარი შემცირდა და ევროკავშირის წევრ დამსაქმებელ სახელმწიფოში არსებული საშუალო წლიური ხელფასის მინიმუმ 100%-ს და არაუმეტეს 160%-ს შეადგენს. აქამდე ეს მაჩვენებელი მინიმუმ 150% იყო და ზედა ზღვარი არ გააჩნდა.

ევროკავშირის ცისფერი ბარათის მიღება ასევე შეუძლიათ საერთაშორისო დაცვის ბენეფიციარებს — მაგალითად, იძულებით ადგილნაცვალ პირებს — რომლებსაც განაცხადის შეტანა ევროკავშირის იმ ქვეყანაში სურთ, სადაც თავშესაფარი ან დაცვის სხვა სტატუსი არ მიუღიათ.

ევროკავშირის ცისფერი ბარათის მფლობელებს სხვა წევრ სახელმწიფოში საცხოვრებლად გადასვლის უფლება მას მერე ექნებათ, რაც 12 თვეს დაყოფენ ქვეყანაში, რომელმაც მათ ცისფერი ბარათი მიანიჭა. ისინი ასევე შეძლებენ, უფრო სწრაფად წაიყვანონ ოჯახის წევრები, რადგან შესაბამისი პროცედურები დაჩქარებულია და მათი დასაქმების პროცესიც გამარტივებულია.

ევროსტატის მიხედვით, წინა წლებში სქემა საკმარისი რაოდენობის სპეციალისტებს ვერ იზიდავდა. შედეგად, 2019 წელს ევროკავშირში მხოლოდ 36,806 ცისფერი ბარათი გაიცა. ამასთან, მათი უდიდესი ნაწილი გერმანიის მიერ იყო გაცემული.

საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას - საგარეო საქმეთა სამინისტრო

16 იანვარი, 2022 , 11:32

საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც უწყებაში აცხადე

ყაზახეთში არსებული მდგომარეობით ღრმად შეშფოთებული ვარ, ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს - სალომე ზურაბიშვილი

8 იანვარი, 2022 , 22:29

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს twitter-ზე ეხმაურება. „ყაზახეთში არსებული მდგომარეობით ღრმად შეშფოთებული ვარ. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალა

დასავლეთმა ყაზახეთი მოსკოვის ორბიტიდან უნდა გამოიყვანოს - ყაზახეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი

7 იანვარი, 2022 , 19:44

დასავლეთმა ყაზახეთი მოსკოვის ორბიტიდან უნდა გამოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყაზახეთი ბელარუსად გადაიქცევა და ვლადიმერ პუტინი ცენტრალურ აზიაში მეთოდურად განახორციელებს თავის პროგრამას საბჭოთა კავშირის მსგავსი სტრუქტუ

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა

7 იანვარი, 2022 , 17:05

ყაზახეთის ექსპრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, ყაზახეთი ასევე დატოვეს ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილებმა

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა შეაჩერა

6 იანვარი, 2022 , 17:07

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკეთში ყაზახეთის საელჩო ავრცელებს. „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, ყაზახეთის ტერიტორიაზე უცხოელ

იტალიაში 50 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

6 იანვარი, 2022 , 16:59

იტალიაში 50 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, რეგულაცია უკვე შევიდა ძალაში და 15 ივნისამდე იმოქმედებს. იტალიის ხელისუფლებამ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში დასა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი