უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 მაისი, 2017 18:30
font-size

ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „ევროკავშირი საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის“ მიიღო მონაწილეობა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობისთვის აგრარული დარგის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის.

"საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ფერმერების და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერაა, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ დაფინანსებაზე. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირში ექსპორტი იზრდება. ამ სარგებლის სრულად ასათვისებლად, პირველ რიგში, საჭიროა საქართველომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის ნორმები და რეგულაციები, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანამ უნდა აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია, რათა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. ევროპის საინვესტიციო ბანკთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გააფორმა 100 მილიონი ევროს მოცულობის საფინანსო შეთანხმება. ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ინსტრუმენტი მიმართული იქნება საქართველოში მებაღეობის განვითარებისადმი, რაც მოიცავს თხილისა და ღვინის ღირებულებათა ჯაჭვებს. ამ გრძელვადიანი საფინანსო სქემების მეშვეობით, როგორც ფერმერებს, ასევე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალება ექნებათ მოიყვანონ ხარისხიანი მარცვლეული და აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია, რათა მოიპოვონ სრული წვდომა საერთაშორისო ბაზარზე. გამოყოფილი სახსრებით და საბანკო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევძლებთ უზარმაზარი დადებითი გავლენა მოვახდინოთ აგრო-სასურსათო დარგის განვითარებაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესსექტორს წარმომადგენლებს ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი პროგრამები - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა“ და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის "ჰორიზონტი 2020"-ის ინსტრუმენტის "ინოვფინი – ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის" გააცნეს.

საქართველოში კერძო სექტორის განვითარების საკვანძო ამოცანის შესასრულებლად, აღნიშნულ ორ ახალ პროგრამას ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი (ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ფონდი) ევროკომისიასთან ერთად ახორციელებს. ეს ორი პროგრამა მომზადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

EIB-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ბიზნესის, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფინანსური მრჩევლებისა და ამ სფეროს ასოციაციების დაახლოებით 200 წარმომადგენელი ესწრებოდა. კონფერენციაზე სიტყვით წარსდგნენ ევროკავშირის, საქართველოს მთავრობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი