უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 ოქტომბერი, 2019 17:05
font-size

ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ბენეფიციარის მოსავალი ხვალიდან კარფურში გაიყიდება

16 ოქტომბერი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ისტ პოინტში მდებარე „კარფურის“ ჰიპერმარკეტში FAO-ENPARD-ის პროექტის ბენეფიციარ ფერმერს საკუთარი პროდუქციის სუპერმარკეტში შეტანას მიულოცავენ.

დავით და ვალენტინა კაპანაძეები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ლაგოდეხის ქალაქ თამარიანში ეწევიან. მათ FAO-ს აგრონომებისა და ექსპერტების დახმარებით, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, წელს ტკბილის სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყვეს. FAO-ს დახმარებით, მოხდა ფერმერის დაკავშირება ჰიპერმარკეტ კარფურთან, რომელიც ხვალიდან რეგულარულად შეისყიდის ფერმერის მიერ ნაწარმოებ, უმაღლესი ხარისხის ტკბილის სიმინდის მოსავალს. ეს იქნება პროექტის ფარგლებში პირველი, კონტრაქტით გამყარებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რომელიც ერთი მხრივ, ფერმერის შემოსავლის ზრდისკენ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული. ფერმერების მსგავსი ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება და უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს.

ფერმერთათვის სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების გაწევა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების მიზნით, FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში. FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, მიმდინარეობს კარტოფილის, ბადრიჯნის, ხორბლის, სიმინდის, კიტრისა და ტკბილი სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, ყაზბეგსა და ლაგოდეხში.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი