უკან

პოლიტიკა

3 ნოემბერი, 2017 12:10
font-size

ევროკავშირმა და ევროსაბჭომ საქართველოში საერთო პროგრამამებში ბოლო პერიოდში 4 მილიონამდე ევრო დახარჯეს - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ საქართველოში საერთო პროგრამამებში ბოლო პერიოდში ჯამში ოთხ მილიონამდე ევრო დახარჯეს.

ამის შესახებ ზალკალიანმა მედიას ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს ისეთ საკითხებში როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რაც ჩვენ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში გვეხმარება. ამ პერიოდის განმავლობაში რვა პროექტი განხორციელდა, რომლის ბიუჯეტი თითქმის ოთხი მილიონი ევრო გახლდათ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების თვალსაზრისით იმ სტანდარტებს უახლოვდებოდა, რომელსაც ევროკავშირი და ევროპის საბჭო ითვალისწინებს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს, რისი დასტურიც საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებაა. თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველო ღია მმართველობის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა, აღიარებას მიუთითებს“,- აღნიშნა ზალკალიანმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტო, 2019 , 10:29

კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე, ს

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს - ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ლიეტუვის პრეზიდენტი

22 აგვისტო, 2019 , 17:43

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრისას გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლიეტუვას მხარდაჭერა და აღნიშნა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს