უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

9 აგვისტო, 2018 13:50
font-size

ევროკავშირმა თანმიმდევრულად უნდა დაგმოს რუსეთის აგრესიული ქცევა სამხრეთ კავკასიაში და მოახდინოს მისი შესაბამისად სანქცირება - დევიდ მაკალისტერი

ყოველდღიურმა გერმანულმა გამოცემამ „ტაგესშპიგელ“-მა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის დეპუტატის დევიდ მაკალისტერის წერილი.

გერმანელი პოლიტიკოსი პუბლიკაციაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ საუბრობს და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს: „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ერთად საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. განსაკუთრებულად მძიმეა ის, რომ რუსეთი რეგულარულად ატარებს სამხედრო წვრთნებს საერთაშორისოდ არაღიარებული ორივე ტერიტორიაზე, სადემარკაციო ხაზებს თანდათანობით გამაგრებულ საზღვრებად აქცევს და თანაც გამყოფი ხაზები საქართველოს ტერიტორიაზე გადააქვს. ამგვარად ბევრი სოფელი მოწყდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის - წყლით მომარაგების სისტემას. ბევრ ოჯახს მოესპო წვდომა თავის სამიწათმოქმედო სავარგულებთან და იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, მოსკოვმა 2014 წ. და 2015 წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, გააფორმა შეთანხმებები „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ, რომელთა საფუძველზეც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის ძალების რუსეთის არმიაში ინტეგრირება ხორციელდება,“ -წერს დევიდ მაკალისტერი.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ჯეროვანი ყურადღება ეთმობოდეს პოლიტიკურ დისკუსიებში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წყალობით (EUMM Georgien) მეტწილად მოხერხდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთსა და საქართველოს შორის ღია დაპირისპირების თავიდან აცილება, ეს რეგიონები „უკვე ათი წელია რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მათ მცოცავი ანექსიის საფრთხე ემუქრება“.

დევიდ მაკალისტერი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საკითხში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ევროკავშირის როლი: „ეს მიუღებელია და ამაზე ევროპისგან უფრო მკაფიო პასუხია საჭირო, რათა ევროპამ არ დაკარგოს დამაჯერებლობა კრემლის მიმართ და გაამართლოს თავისი ავტორიტეტი, როგორც საერთო ღირებულებათა თანამეგობრობამ. რუსეთი ვალდებულია, ბოლოს და ბოლოს, გაიყვანოს თავისი ჯარები დაკავებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს გამაგრებული საზღვრის გავლებასთან დაკავშირებული ყველანაირი ქმედება... ამიტომ საჭიროა, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ერთიანი პოზიცია დაიკავოს, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის აგრესიული ქმედებანი თანმიმდევრულად დაგმოს და შესაბამისი სანქცირება მოახდინოს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით არსებობს კონფლიქტის მოგვარების ორი მნიშვნელოვანი ფორმატი. უნდა მოხდეს ამ ორივე საერთაშორისო ფორუმზე მოქმედებათა ინტენსიფიკაცია“, აცხადებს ევროპარალამენტარი.

მაკალისტერი იმედის მომცემს უწოდებს ქართული მხარის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და თვლის, რომ აღნიშნულმა „ღონისძიებათა პაკეტმა უნდა შეაჩეროს ქვეყნის გახლეჩა, ხელი შეუწყოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და აღადგინოს გაყოფილ საზოგადოებას შორის კონტაქტები“.

აღსანიშნავია, რომ დევიდ მაკალისტერი 2014 წლიდან ევროპარლამენტის „ევროპული სახალხო პარტიის“ ფრაქციის დეპუტატი და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო 2010-2013 წწ. ის გახლდათ ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრი.

პროვოკაცია უკრაინის ეკლესიის გამართიანებელ კრებაზე: უკრაინელმა სამართალდამცველებმა ორი შეიარაღებული პირი დააკავეს

15 დეკემბერი, 2018 , 17:20

კიევის ცენტრში სამართალდამცველებმა ორი შეიარაღებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ქალაქ კიევის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრეი კრიშჩენკომ  განაცხადა, როცა ის საუბრობდა  კიევში  უსაფრთხ

დღეს კიევში გამაერთიანებლ კრებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს აირჩევენ

15 დეკემბერი, 2018 , 12:35

დღეს, კიევში, წმინდა სოფიის საკათედრო ტაძარში უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის გამაერთიანებელი კრება გაიმართება, რომელზეც უკრაინული სამღვდელოება უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურს აირჩევს. აღნიშნული კრების მიზანია მს

ავსტრალია აპირებს, დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს

15 დეკემბერი, 2018 , 11:40

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა დაადასტურა, რომ ავსტრალიის მთავრობა აპირებს, აღიაროს დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. თუმცა მან აღნიშნა, რომ ავსტრალიის საელჩო ისრაელში არ გადავა ტელ ავივიდან იერუსალ

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია

14 დეკემბერი, 2018 , 11:45

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 29 წლის შერიფ შეკატი მოკლეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის ინფორმაციით, სამმა პოლიციელმა  სტრასბურგის ნ

თურქეთში სარკინიგზო ავარიას სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 43 დაშავდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

თურქეთში, ანკარა-კონიას გზაზე ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი რკინიგზის გადასასვლელ ხიდს შეეჯახა, რომლის შედეგად სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 43 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, შეჯახების შემდეგ მატარებლის ორი ვაგო

ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2018 , 15:55

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. დუბაის ეწვია. ვიზიტის ფარგლებში არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`