უკან

ეკონომიკა

19 აპრილი, 2019 13:30
font-size

ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ის ქვეყნებში კი, გაიზარდა

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, 2019 წლის იანვარ-მარტში, 196.0 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტის მოცულობამ 502.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (17.8 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.3 პროცენტი შეადგინა.

მთლიანად სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 698.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 14.9 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მარტში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 26.5 პროცენტით განისაზღვრა.

ასევე, 2019 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 416.1 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 37.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 576.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 992.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტია, რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მარტში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 13.8 პროცენტი იყო.

2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულია: რუსეთი – 135.4 მლნ. აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 84.9 მლნ. აშშ დოლარი და ბულგარეთი – 68.1 მლნ. აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 316.0 მლნ. აშშ დოლარი, ჩინეთი – 221.8 მლნ. აშშ დოლარი და რუსეთი – 191.7 მლნ. აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 373.3 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი – 327.0 მლნ. აშშ დოლარი და აზერბაიჯანი – 272.5 მლნ. აშშ დოლარი.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9354 ლარი გახდა

21 აგვისტო, 2019 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

წარმატებით დავასრულეთ ინტენსიური მოლაპარაკებები - „რაინეარი“ საქართველოდან ოპერირებას იწყებს - ნათია თურნავა

21 აგვისტო, 2019 , 16:15

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9275 ლარი გახდა

20 აგვისტო, 2019 , 17:39

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9275 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.7 %-ით შემცირდა

19 აგვისტო, 2019 , 14:25

2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 12.4% - ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.7% - ით შემცირდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართვე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9232 ლარი გახდა

16 აგვისტო, 2019 , 17:32

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9232 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9182 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

„გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები

16 აგვისტო, 2019 , 15:36

სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს