უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 დეკემბერი, 2019 16:20
font-size

ევროკავშირში გამგზავრებამდე შემოწმება იქნება დღის წესრიგში - კარლ ჰარცელი

ევროკავშირში გამგზავრებამდე შემოწმება იქნება დღის წესრიგში, რაც უვიზო მიმოსვლის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უვიზო მიმოსვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა განიხილება.

„უვიზო მიმოსვლას დიდ წარმატებად ვაფასებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ჩვენ ვნახეთ, რომ 500 ათასმა ქართველმა ისარგებლა უვიზო მიმოსვლით და ეს შესანიშნავია. ეს კარგია ადამიანებს შორის კონტაქტისთვის, ბიზნესისთვის. ამავდროულად, გვაქვს პრობლემები დაუსაბუთებლად თავშესაფრის მაძიებელთა კუთხით, თავშესაფრის მაძიებელთა სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანები, რომლებიც გაურბიან ომს, კონფლიქტს ან დევნას. საქართველოს აპლიკანტების ძალიან მცირე რაოდენობა შეძლებს თავშესაფრის მიღებას. ზოგჯერ ეს პრობლემები კრიმინალურ ხასიათს ატარებს, ზოგჯერ სამედიცინო სერვისებთანაა დაკავშირებული, იმ გზით, რომლებიც არ შეესაბამება წესებს. მე პირადად, ძალიან აქტიურად ვმუშაობდი იმ წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებსაც ეს შეეხოთ“, – აცხადებს ჰარცელი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან მათი მუშაობა არის შესანიშნავი.

„ჩვენ ვხედავთ სურვილს, ერთგულებას, ამბიციას ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ძლიერი პარტნიორია ამ მიმართულებით. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში იქნება, არის გამგზავრებამდე შემოწმება, რაც ვთვლი, რომ სისტემის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. განხილვა მოხდება პარლამენტში. ასევე ვმსჯელობთ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დახმარების საკითხზე, რომ ეფექტური შედეგი გვქონდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი, 2021 , 17:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებაზე, რომ „პარლამენტი თუ საბოლოდ არ გააუქმებს მანდატებს

სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - ანა დოლიძე

21 იანვარი, 2021 , 17:10

"სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია. ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი." - ასე შეაფასა მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ 2008 წლის ომის საქმეზე სტ

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”

20 იანვარი, 2021 , 15:40

ცენტრ “ემპათიის” წარმომადგენლების განცხადებით, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უმკაცრეს შეფასებებს ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იზიარებენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია სისტემაში პროფესი

თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე

18 იანვარი, 2021 , 18:16

ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, ეს კომპრომატი იქნებოდა უკვე დიდი ხნის გავრცელებულიც და გამოყენებულიც, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან, – ამის შესახებ „სტრატეგ

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი

18 იანვარი, 2021 , 12:25

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკურმა ლიდერმა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ნატო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის გვერდზე და მის მიერ გაზიარებულ პოსტებზე უწმაწურ კომენტარებს წაშლის. „მეგობრებო, ჩემი

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე

16 იანვარი, 2021 , 15:40

დღეს საქართველო ახალი რეალობის წინაშეა და ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ პოლიტიკაშიც იყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა დავით საგანელიძემ ჟ