უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი


ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ მივაღწიეთ ახალ ფორმატს - გიორგი მარგველაშვილი
ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ მივაღწიეთ ახალ ფორმატს - სექტორული თანამშრომლობისა, რაც საქართველო - ევროკავშირის დიალოგის თვისობრივად ახალ დონეზე აყვანაა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ის შეხვედრების შეჯამებისას.
,,მე მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია ჩვენ კოლეგებს იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც არსებობდა სავიზო რეჟიმის დარღვევასთან მიმართებაში და ჩამოყალიბდა ის სამუშაო ურთიერთობა, რომელიც ამ წარმოქმნილ პრობლემას გადალახავს.
ჩვენ ვისაუბრეთ ნატოსთან მომავალი სამიტის თაობაზე და იმის შესახებ, რომ საქართველო იქნება მიწვეული ამ სამიტზე, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და განიხილება. საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, განსაკუთრებით ეს ეხება შავი ზღვის ფორმატს, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას და საქართველოს როლის აღიარებას, რომელიც ნატო-სგან ჩვენ არაერთხელ გაგვიგია.
ამ შედეგების პარალელურად, ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მისი ცხედრის გადმოსვენება და ჩვენი მოქალაქეების დაკავება, რომლებსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არ უშვებენ. ეს იყო ის მძიმე ფონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვილაპარაკეთ აი, ამ წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

„ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“ - ნათია თურნავა
10 დეკემბერი, 2019 , 16:05

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დავუჭერ - თამარ ჩუგოშვილი
10 დეკემბერი, 2019 , 10:15

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პიკეტები და აქციები გაგრძელდება-გიგი უგულავა
9 დეკემბერი, 2019 , 13:55

მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ
6 დეკემბერი, 2019 , 17:30

რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი
6 დეკემბერი, 2019 , 16:40

უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ - მამუკა მდინარაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10