უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

28 ნოემბერი, 2016 16:40
font-size

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღების სანაცვლოდ, უკრაინაში სირიელი მიგრანტები უნდა განთავსდნენ - სერგეი პეტუხოვი

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ევროინტეგრაციის საკითხებში, სერგეი პეტუხოვი წინადადებით გამოვიდა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღების სანაცვლოდ, უკრაინაში ახლო აღმოსავლეთიდან დევნილების განთავსება მოხდეს.

ამის შესახებ პეტუხოვმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, „უკრაინელებს სრული უფლება აქვთ მოტყუებულად იგრძნონ თავი“ იმის გამო,რომ „ევროკავშირში შეუზღუდავად შესვლა ამ დრომდე უზრუნველყოფილი არ არის“.

მისი აზრით, ევროკავშირის ამგვარ გადაწყვეტილებაზე სირიელ მიგრანტებთან დაკავშირებით ევროპაში შექმნილმა კრიზისმა იმოქმედა.

„ევროკავშირს შევთავაზებდი მიგრანტების განთავსებაზე ქვეყნებს ნებაყოფლობითი კვოტა დაუწესონ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა კვოტის აღებას მთლიანად შეძლებდა“,-დაწერა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში კიევს უფლება ექნებოდა ევროკავშირისგან ან ცალკეული ქვეყნისგან „დამატებითი დაფინანსება მოითხოვოს“.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა განაცხახად, რომ ბრიუსელმა უკრაინას, ამ დრომდე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საფრანგეთის, ბელგიის, უნგრეთის, იტალიისა და გერმანიის პოზიციის გამო არ მიანიჭა.

მონიკა დავლიანიძე

როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში

12 ნოემბერი, 2019 , 15:00

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში. "მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ,

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ

12 ნოემბერი, 2019 , 12:00

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ. პირისპირ შეხვედრის ინიციატივა ყაზახეთის ექსპრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის. ნაზარბაევი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით უკვე ესაუბრა. მისი ინფო

ბოლივიის პრეზიდენტი გადადგა

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ბოლივიის პრეზიდენტი 14-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ევო მორალესმა მოსახლეობას გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით აცნობა. თანამდებობები დატოვეს ბოლივიის ვიცე და სენატის პრეზიდენტებმაც. მომიტინგეები პ

ირანში ძლიერ მიწისძვრა მოხდა

8 ნოემბერი, 2019 , 10:35

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 120-ზე მეტი. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კ

უკრაინის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა ფილიპ მორისის, ბრიტიშ ამერიკან თამბაქოს და ჯეი თი აის წარმომადგენლობები 262 მილიონი დოლარით დააჯარიმა

7 ნოემბერი, 2019 , 16:15

უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა 6.5 მლრდ გრივნათი დააჯარიმა თამბაქოს მსხვილი მწარმოებლები და სიგარეტის დისტრიბუტორები. ჯარიმა დაკისრებული იქნა მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების შეთანხმებული ანტიკონკურენტული მოქმედებე

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან“ - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

5 ნოემბერი, 2019 , 18:00

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ნორმებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობენ და ყველაფერს აკეთებენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ევროკავშირის წევრები გახდებიან“ - ამის შესახებ შვედე