უკან

მოზაიკა

25 თებერვალი, 2020 18:26
font-size

„ევროპაბეთმა“ რეალობის კონტროლის მოწყობილობა აამოქმედა

თამაშების შვედური კომპანიის, „ბეთსონ ჯგუფის“ შვილობილის, „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის - responsible.ge-ს პლატფორმა 3 ძირითად მიმართულებას მოიაზრებს:

-პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში;

-პასუხისმგებლობა ბიზნესში;

-პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.

2020 წელი „ევროპაბეთმა“ მორიგი სიახლით - თამაშებში რეალობის ტესტის ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგიის დანერგვით დაიწყო. „დარწმუნებული ხართ, რომ თამაშის გაგრძელება გსურთ?“ - პოპ-აპ ბანერი ყოველ ორ საათში ერთხელ ახსენებს „ევროპაბეთის“ ვებგვერდზე შესულ მოთამაშეს, სურს თუ არა თამაშის გაგრძელება. ტექნოლოგია მოთამაშეს აგრეთვე უჩვენებს თუ რამდენი თანხა აქვს უკვე დახარჯული და რამდენი - მოგებული.

რეალობის ტესტის კონტროლი ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგიაა, რომელიც წარმატებით დაინერგა ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, მალტა, გერმანია და სხვა ქვეყნები. უკვე რამდენიმე კვირაა ის საქართველოშიც ამუშავდა. მოწყობილობის მნიშვნელოვანი ფუნქცია არამხოლოდ თამაშზე დახარჯული დროის შეხსენება, არამედ ფინანსური დანაკარგისა და მოგების გაანალიზებაცაა.

რაც მთავარია, „ევროპაბეთის“ ვებგვერდზე თითოეული დეტალი მოთამაშეს აზარტული თამაშების უმთავრეს პრინციპს ახსენებს: თამაში მხოლოდ სიამოვნებისთვისაა განკუთვნილი და რომ ის გამდიდრების ერთ-ერთი მარტივი გზა სულაც არაა.

სწორედ ესაა პასუხისმგებლიანი თამაშის მთავარი პრინციპი - ითამაშო პასუხისმგებლიანად და სიამოვნებისთვის, რომელსაც „ევროპაბეთის“ მასშტაბური კამპანია ეფუძნება.

სწორედ ამ პრინციპით დაიწყო გასული წელი „ევროპაბეთმა“. მაშინ კომპანიის ბრენდ-ამბასადორმა, ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ მომხმარებელს თამაშის ნამდვილი დანიშნულება: ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის კიდევ ერთხელ შეახსენა. სლოგანი „ევროპაბეთის“ ნებისმიერ კომუნიკაციას დღემდე აქტიურად გასდევს.

სლოგანის ამოქმედებასთან ერთად, „ევროპაბეთმა“ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი კომუნიკაციის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ მთლიანად შეზღუდა გარერეკლამა და სხვა მედიასაშუალებებში კომუნიკაციის თვითრეგულირება დაიწყო.

რეკლამის თვითრეგულირება, რომლის ფარგლებშიც, „ევროპაბეთმა“ მთლიანად შეზღუდა გარერეკლამა და სხვა მედიასაშუალებებში კომუნიკაციის რეგულირება იყო პირველი ნაბიჯი, რაც კომპანიამ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გადადგა. 2019 წლის ბოლოს „ევროპაბეთმა“ ყველა სარეკლამო გარე ბანერი ჩამოხსნა.

გარდა თვითრეგულირებისა, „ევროპაბეთმა“ უკვე აამოქმედა მასშტაბური CSR პროექტები: მათ შორისაა, ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორობა და ამ კუთხით სხვადასხვა თამაშების, შეჯიბრებებისა და ჩემპიონატების დაფინანსება, მათ შორის, რეგიონალური ჭადრაკის ჩემპიონატების და ახალი თაობის ამ ინტელექტუალურ სპორტში აქტიურად ჩაბმა; პარასპორტის განვითარება საქართველოში, კულტურისა და სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსება და სხვა.

პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის ეტაპობრივი დანერგვით კომპანია უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებლის განათლებას ამ სფეროში, არამედ ისეთი ონლაინ ხელსაწყოების ამოქმედებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ევროპის წამყვანი გასართობი თამაშების კომპანიების პრაქტიკაში წარმატებით ფუნქციონირებს, რაშიც იგულისხმება ვიდეოვერიფიკაცია, თვითშეფასების ტესტი და სხვა ტიპის ხელსაწყოები.

რომ დაგპატიჟო, სად დაგპატიჟო, არ შეიძლება, ჰოდა ამიტომ, ინტერნეტში შემოდიო - ზურა მანჯავიძის სიმღერა კორონავირუსზე (ვიდეო)

26 მარტი, 2020 , 12:30

„ონლაინში მოვილხინოთ, სხვა რა დაგვრჩა ამის მეტი“, - ქართველი მომღერალი,ზურა მანჯავიძე საკუთარ facebook გვერდზე, კორონავირუსზე დაწერილ სახალისო სიმღერას ავრცელებს, რომელიც ნამდვილ ინტერნეტ-ჰიტად იქცა. <

13 წამალი გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ

18 მარტი, 2020 , 17:45

გაციება და გრიპი გაწუხებთ?   საუკეთესო გზა გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ ძლიერი იმუნური სისტემაა. მედიცინის დოქტორი დონალდ ფორდი ამბობს, რომ გაციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, ვებრძოლოთ მის სიმპტომებს წინ

ანონსი - 14.03.20

14 მარტი, 2020 , 10:32

11.00 - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ბრიფინგს გამართავს. 11:00 - ადვოკატი ბექა ბასილაია გ

Liloshop ელექტროჩაიდნების ფართო არჩევანს გთავაზობთ

13 მარტი, 2020 , 11:30

სამზარეულოში საპატიო ადგილი უჭირავს ელექტროჩაიდანს, რომელიც ყოველ დილით ივსება წყლით, რათა ოჯახის წევრებმა მოიმზადონ ჩაი/ყავა. სწორედ ამიტომ ჩაიდნებზე მოთხოვნა წლის ნებისმიერ დროს მაღალია, შესაბამისად, ელექტრონიკის მწარმ

BENTLEY და BREITLING აღნიშნავენ მრავალწლიან პარტნიორობას BREITLING PREMIER BENTLEY MULLINER საათის ლიმიტირებული დებიუტით

7 მარტი, 2020 , 12:39

კომპანიები Bentley Motors და Breitling წარადგენენ სპეციალურ ლიმიტირებული საათების სერიას – Breitling Premier Bentley Mulliner, რომელიც შექმნილია ორი ლუქს ბრენდის 17 წლიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ახალი, დახვ

რა უნდა ვიცოდეთ ალერგიის შესახებ

6 მარტი, 2020 , 13:15

ალერგიული დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ისინი  შეიძლება გამოვლინდნენ სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, გამონაყარი, ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი, ალერგიული ხველა და ა.შ. ალერგი