უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

9 თებერვალი, 2021 20:28
font-size

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წლის აპრილში გაფორმდა. მას შემდეევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად უჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს, შედეგად კი მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ერთი წლით გადაწყვიტეს.

2020 წელს, რომელზეც უდიდესი ზეგავლენა კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა, ვროპაბეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირი.

გასული წლის ივლისში გაიმართა პროფესიონალურ ნარდში პირველი რეგიონალური ონლაინ-ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 000 ლარი იყო და მასში მონაწილეობა რამდენიმე ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) საუკეთესო წარმომადგენლებმა მიიღეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ნარდის ონლაინტურნირები: "#BeActive Tbilisi Cup - 2020, ქალთა შორის" და "#BeActive Tbilisi Open Cup 2020" მოყვარულთა შორის. ევროპაბეთის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს 2020 წლის ეროვნული ჩემპიონატი ნარდში, რომელიც წლის ბოლოს გრანდფინალით დასრულდა.

კომპანიასა და ფედერაციის თანამშრომლობის შედეგად, მიმდინაროებს მუშაობა პლატფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე, რათა მოხდეს არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების გამოვლენა. ასევე ჩამოყალიბდა ერთობლივი კომისია, რომელიც დიდ ტურნირებს ემსახურება.

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)"სპორტული ნარდის ფედერაციასთან თანამშრომლობა ორმხრივად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შარშანდელმა წარმატებულმა პროექტებმა ცხადად დაგვანახა, თუ რა სასარგებლო ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას როგორც ნარდის სპორტის განვითარებისთვის, ასევე ჩვენი პროდუქტების დახვეწის მიმართულებით. ფედერაციის ექსპერტების დახმარებით შეიქმნა სისტემა, რომელიც ჩვენს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ითამაშოს ყველაზე დაცული ონლაინ ნარდი europebet.com-ზე. წელს თანამშრომლობის ფარგლებში 10-მდე ტურნირის ჩატარება გვაქვს დაგეგმილი".

რევაზ ცხოვრებაშვილი (სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი)

"ჩვენი თანამშრომლობა წინა წლის გაზაფხულიდან დაიწყო. კომპანია ევროპაბეთი ძალიან გვეხმარება ნარდის პოპულარიზაციაში როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე - საერთაშორისო მასშტაბით. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ევროპაბეთისლატფორმაზე გრანდიოზული რეგიონალური ონლაინტურნირ ჩავატარეთ, ამან ძალიან შეუწყო ხელი ნარდის მიმართ ინტერესის ზრდას. ტურნირს დიდი გამოხმაურება მოყვა მოთამაშეებში, რომლებიც ელოდებიან მორიგ ტურნირს. მომერანდუმის ფარგლებში, უკვე დაგეგმილია მისი ჩატარება და დასაზუსტებელი მხოლოდ ვადებია.

კომპანია ვროპაბეთის ოფიციალური პარტნორობით, წელსაც გაიმართება ნარდში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და საქართველოს ეროვნული თასის გათამაშება. რაც მთავარია, წლის ბოლოს იგეგმება დიდი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება, რომელსაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. ეს ტურნირი, თუკი პანდემია ხელს არ შეგვიშლის, "ცოცხლად" გაიმართება".

სპორტული ნარდის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი ევროპაბეთის პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" ნაწილია, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყო და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. თითოეული მიმართულებით უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, როგორიც არის: "დროის კონტროლის" ხელსაწყო, გარე რეკლამის აკრძალვა, თანამშრომლობა ფსიქოტერაპიულ ცენტრთან და ქართული სპორტის მხარდასაჭერი არაერთი პროექტი.

შესაბამისად, სპორტული ნარდის ფედერაცია ერთადერთი არ არის, რომელთანაც ევროპაბეთს პარტნიორობის ხელშეკრულებები აკავშირებს. კომპანია ასევე თანამშრომლობს საქართველოს ჭადრაკის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან, არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის და საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

NS

ახალი CONTINENTAL GT SPEED - პრემიერა მალე გაიმართება

17 მარტი, 2021 , 17:00

-უახლესი მოწინავე ტექნოლოგიები Continental GT Speed გამორჩეული თავგადასავლებისთვის -მოდელის მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 23 მარტს, თბილისის დროით 20:00 Bentley Motors ემზადება წარადგინოს ყველაზე დინამიური საგზაო ავტომობილი

BENTLEY წარმოგიდგენთ ახალ MULLINER VISUALISER , ექსკლუზიური კონფიგურაციების შესაქმნელად

5 მარტი, 2021 , 17:05

ახალი ვიზუალიზატორი ატელიე მულინერისგან საშუალებას იძლევა მომხმარებლების, პერსონიფიცირებულ კომფლექტაციაზე მოთხოვნები პირდაპირ გადაიგზავნოს სადილეროს ახალი ციფრული აპლიკაციიდან. დამატებითი აღჭურვილობის არჩევა და ინტერიე

ბენტლი თბილისი გთავაზობთ დახვეწილი აქსესუარების ფართო არჩევანს

2 მარტი, 2021 , 10:39

ჩვენთვის და ჩვენი ლოიალური მკითხველისთვის კარგად ცნობილია, როგორ ფართო ბენტლის ავტომობილების არჩევანს გთავაზობთ, საქართველოში, ბენტლი თბილისის სადილერო ცენტრი. მაგრამ, ახლა გვსურს, თქვენთან ერთად აღმოვაჩინოთ ხელნაკეთი, დ

რამ შეიძლება გამოიწვიოს ვარიკოზი?

3 თებერვალი, 2021 , 19:09

ვარიკოზი ვენების დაავადებაა, რომელიც ძირითადად ქვედა კიდურებზე ვრცელდება. საწყის სტადიაზე ხილულ ნიშნებს ვერ შეამჩნევთ, თუმცა მეორე სტადიაზე წვრილი, ობობისებრი ვენები აღინიშნება, რომლებსაც მოლურჯო შეფერილობა აქვთ. შემდგომ

როგორ ვიქირაოთ მანქანა?

29 იანვარი, 2021 , 19:39

საქართველოში მანქანის ქირაობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ სერვისით სარგებლობენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ტურისტები. მანქანას ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ქირაობენ: საქმიანი ვიზიტის დროს, ქალაქში გადას

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

9 იანვარი, 2021 , 11:59

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 808 თბილისში, 363 იმერეთში, 183 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინტენს