უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

4 აგვისტო, 2020 15:34
font-size

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

-ტურნირი ევროპაბეთის პლატფორმაზე გაიმართა

-შეჯიბრის მონაწილეებს ფულადი და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ

-ყველაფერი პროექტის „პასუხისმგებლიანი თამაში“ შესახებ - responsible.ge

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა. ევროპაბეთის პლატფორმაზე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი 5 ივლისს აიღო, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს დაიწყო. ტურნირის მონაწილეები საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა რევაზ ცხოვრებაშვილმა და ევროპაბეთის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია კოპინაძემ დააჯილდოვეს.

შეჯიბრის საპრიზო ფონდი 50 000 ლარი იყო და მისთვის 5 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) საუკეთესო წარმომადგენლები იბრძოდნენ. პირველ სამეული სრულად ქართველი სპორტსმენებით დაკომპლექტდა.

I ადგილი - ზაზა ლორთქიფანიძე

II ადგილი - ედიშერ თაკვარელია

III ადგილი - დოდო ქარელი

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი):

„ევროპაბეთმა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციამ ერთობლივად ჩაატარა რეგიონში ყველაზე მასშტაბური პირველი ონლაინ-ჩემიონატი. შედეგით ძალიან კმაყოფილივარ, ტურნირში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღო. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთბა მომავალშიც გაგრძელდება. მიზანი ტურნირისა და პროდუქტის ხარისხის დახვეწაა. მიზნები საკმაოდ ამბიციური გვაქვს და მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური ტურნირების შემოთავაზებას ვგეგმავთ“.


ედიშერ თაკვარელია (მეორე ადგილის მფლობელი):

„პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა ევროპაბეთს გადავუხადო. პანდემიის რთულ პერიოდში ასეთი ტურნირის ჩატარება პოზიტიური ნაბიჯი იყო ევროპაბეთისგან. ვიტყვი, რომ გამიმართლა. თითქმის წაგებული თამაში იმიტომ მოვიგე, რომ მეტოქეს დრო გაუთავდა. ეს სტიმული იყო ჩემთვის და ფინალამდეც მივედი, სადაც სამწუხაროდ, დავმარცხდი. თამაში 9 ქულამდე იყო, 8:4-ს ვიგებდი, თუმცა არ გამიმართლა და დასანანი მარცხი ვიწვნიე. ტექნიკური ხარვეზი საერთოდ არ ყოფილა. ტურნირი პროგრამულად უზრუნველყოფილი იყო“.


დოდო ქარელი (მესამე ადგილის მფლობელი):

„დიდი მადლობა ევროპაბეთს ასეთი ონლაინ-ტურნირის ჩატარებისთვის. ჩემპიონატი ძალიან მომეწონა. ის ძალიან დახვეწილი და გამართული იყო. ხარვეზი არ ყოფილა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ვიბრძოლე მეორე ადგილისთვის, თუმცა არ გამიმართლა და მესამე ადგილს დავჯერდი. მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი ტურნირები კიდევ გაიმართება. მასში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ“.

რევაზ ცხოვრებაშვილი (საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი):

„ვფიქრობ, ტურნირი წარმატებით ჩატარდა. დღეს კომპანია ევროპაბეთმა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციამ დააჯილდოვა გამარჯვებულები. ყველანი კმაყოფილები ვართ და ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“.

ევროპაბეთი რეგიონში ყველაზე დიდი სამაგიდო თამაშების პლატფორმაა. სწორედ ამიტომ, კომპანია აქტიურად არის ჩართული სამაგიდო თამაშების პოპულარიზაციაში. ნარდში პირველი რეგიონალური ონლაინ-ჩემპიონატის ევროპაბეთის პლატფორმაზე ჩატარებაც ამის დასტურია.

პირველ ადგილზე გასულ ზაზა ლორთქიფანიძეს 10 000 ლარი გადაეცა. მეორეადგილოსან ედიშერ თაკვარელიას 7 000 ლარი გადაეცა, ხოლო მესამეადგოლოსანი დოდო ქარელი 4 500 ლარით დაჯილდოვდა. გარდა ფულადი პრიზებისა, მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, საპრიზო ფონდი კი ასე გადანაწილდა.

1 ადგილი - 10 000₾

2 ადგილი - 7 000₾

3-4 ადგილები - 4 500₾

5-8 ადგილები - 2 000₾

9-16 ადგილები - 1 000₾

17-32 ადგილები - 500₾

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის რამდენიმე თვის წინ გაფორმებული მემორანდუმი, პროექტის „პასუხისმგებლიანი თამაშის“ ნაწილია. კომპანია სპორტის ამ სახეობას მხარს აქტიურად უჭერს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილი შეაქვს. სხვა მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ responsible.ge-ზე გაეცნოთ.

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

15 სექტემბერი, 2020 , 11:05

“ევროპაბეთის” მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის

თავბრუსხვევა და ვერტიგო

9 სექტემბერი, 2020 , 18:52

თავბრუსხვევა ზოგადი ტერმინია, რომელიც სხვადასხვა შეგრძნებას აღწერს, მათ შორის: გულის წასვლის გრძნობას, გაბრუებას, წონასწორობის დაკარგვას, ტრიალის ან თავში სიმსუბუქის შეგრძნებას, სისუსტეს. ვერტიგო, კი თავბრუსხვევის ერთ- ე

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

3 სექტემბერი, 2020 , 14:50

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს გადაეცა ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს ენციანი“ (Golden Gentian).

„ახალი ხედვა“- ლიდერი კომპანია ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში

1 სექტემბერი, 2020 , 19:02

სამედიცინო ჯგუფი ,,ახალი ხედვა” დაარსდა 2012 წელს. დღეს კი, ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის სამედიცინო სერვისსა და პროდუქციას. კომპანია გამორჩეულია ინო

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს?

1 სექტემბერი, 2020 , 18:27

ვარიკოზი არის გაფართოებული, შეშუპებული ვენები, რომლებიც ხშირად ჩნდება ფეხებსა და ტერფებზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც ვენებში სარქველები არ მუშაობს სწორად, ამიტომ სისხლი აქტიურად არ მიედინება. ვარიკოზის დროული აღმოჩენა და მ

სუიციდური ქცევა

20 აგვისტო, 2020 , 17:11

სუიციდური ქცევა თვითდაზიანების სამი სახით არის წარმოდგენილია თვითდაზიანების სამი სახით: დასრულებული სუიციდი, სუიციდის მცდელობა, სუიციდური ჟესტები. თვითმკვლელობის გეგმებსა და მასზე ფიქრს სუიციდური იდეები ეწოდება. სუიციდი