უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 მარტი, 2017 13:45
font-size

ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს - გიორგი კვირიკაშვილი

ეს შედეგი მთელ საქართველოს ეკუთვნის, კიდევ ერთხელ გილოცავთ გუშინდელ დღეს!– ასე გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ფაქტს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს უდიდესი წარმატება.

„ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის დიდი ნდობის გამოხატულება და მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. ეს არის დიდი შრომის შედეგი, მათ შორის ჩემი წინამორბედი პრემიერ–მინისტრის დროს– ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში შესრულდა ტექნიკური გეგმის დიდი ნაწილი. ეს პროცესი დაიწყო 2012 წელს, როდესაც მივიღეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, მაშინ პრემიერ–მინისტრი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ჩვენი დიდი წარმატება! ასევე უნდა ითქვას, რომ ეს არის მთელი 25 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არაერთი ადამიანის გმირული მოღვაწეობის შედეგი. მათ შორის, რა თქმა უნდა, უნდა მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომელთაც თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სიცოცხლე შეწირეს მას. მართლაც, მუდამ უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ თანმიმდევრულობას, თავდადებულ შრომას ყოველთვის მოაქვს ძალიან დიდი შედეგი,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი