პოლიტიკა


ევროპარლამენტარები შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების განულების ინიციატივისგან შოკში ჩავარდნენ - გიორგი ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდნეტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპარლამენტარებმა ჭარბვალიანობის აღმოფხვრის მიზნით გაცხადებული ინიციატივის შესახებ ძალიან საგანგაშო განცხადებები გააკეთეს.
„ასეთი განცხადებები ევროპარლამენტარებს საქართველოსთან მიმართებაში არასდროს არ გაუკეთებიათ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ - დაანებეთ თავი ამ სისულელეებს. რუმინელი კომუნისტის განცხადება მოგწონდათ და ევროპელი ლიდერების განცხადებები არ მოგწონთ? არ გრცხვენიათ? შეადარეთ ერთმანეთს პრორუსი ლატვიელის განცხადება, რომელიც ყირიმის ანექსიას აღიარებს, კარგი იყო და ევროპელი პარლამენტარების განცხადებები, რომლებსაც მთელი ევროპა უსმენს, ჩვენ მიერ არის დაგეგმილი?“,- განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს ტყუილით მასობრივი მოსყიდვის აქტი დარჩებოდა რეაგირების გარეშე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ძალიან ცდებოდა.
„ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა. შოკში ჩავარდნენ ევროპარლამენტარები. ისინიც პოლიტიკაში არიან, ისინიც მონაწილეობენ არჩევნებში და კარგად იციან, რა არის საარჩევნო სტანდარტი. ასეთი არაფერი არ გაუგიათ“, - აღნიშნა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30