უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივნისი, 2017 13:35
font-size

ევროპარლამენტი რეზოლუციის მიღებას აპირებს აზერბაიჯანზე, რომელიც, სავარაუდოდ, მუხთარლის საქმესაც შეეხება - ირინე ფრუიძე

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირინე ფრუიძის განცხადებით, ევროპარლამენტი აზერბაიჯანში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს, სადაც, სავარაუდოდ, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზეც იქნება საუბარი.

ფრუიძე იმედოვნებს, რომ მუხთარლის ინციდენტი აღარ განმეორდება საქართველოში.

„იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ არასოდეს განმეორდება. ვიცით, რომ დაწყებულია გამოძიება და იმედია, ამ საქმეს უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება. ევროპარლამენტი რეზოლუციის მიღებას აპირებს და როგორც ვიცი, ეს რეზოლუცია ძირითადად შეეხება აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. კერძოდ, სიტყვის თავისუფლების მდგომარეობას. სავარაუდოდ, რეზოლუცია მუხთარლის საქმესაც შეეხება, მაგრამ იქ ასევე საუბარი იქნება აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრუიძემ.

შეგახსენებთ - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მუხთარლიმ საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთა.

31 მაისს მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ანა მებურიშვილი

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი