უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

ევროპარლამენტის სოციალურ დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

“ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას” - განაცხადა ევროპარლამენტარმა სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა ქ. ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდგომ.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ანდრეს მამიკინსმა დადებითად შეაფასა საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მაღალი დონის ვიზიტებსა და ევროპელ ლიდერებთან ინტენსიურ კონტაქტში გამოიხატება და მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის. ამ მხრივ მამიკინსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და შეხვედრა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, გერმანიაში ჩატარებული არჩევნებიდან მოკლე პერიოდში, "ყველა ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ თქვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში და ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით“- განაცხადა მამიკინსმა.

ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით ევროპული ინტეგრაცია დადებით როლს შეასრულებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში.

„მე და ჩემმა კოლეგამ ქლეარ მუდმა არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა და მკაფიო გზავნილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ანუ ცხინვალის რეგიონი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სივრცეში დაბრუნდება“ - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა. მისი აზრით რეინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე დადებით გავლენას მოახდენს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რომელიც ხელმისაწვდომია ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობისათვის.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?! - ნინო ბურჯანაძე

31 მარტი, 2020 , 12:50

„რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდე

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ