უკან
საზოგადოება
5 მაისი, 2018 10:35
ევროპის დღეების გამო ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დღეს დროებით შეიცვლება
რიყის პარკში ევროპის დღეებთან დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების გამო 5 მაისის 10:00 საათიდან დღის ბოლომდე ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი მეტეხის ხიდზე გადასვლის ნაცვლად მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს, აუხვევს მშრალ ხიდზე და ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით მოხვდება ჯერ ბარათაშვილის ხიდზე, ხოლო შემდეგ – ბარათაშვილის ქუჩაზე.
ევროპის დღეები რიყის პარკში დღეს საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოეწყობა „ევროსოფელი“, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში ჩაერთონ.