უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მარტი, 2020 16:05
font-size

ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა

ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინის მიმართულება დაემატა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბერლინი-თბილისის რეისი 3 აპრილს შესრულდება.

„როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი. საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს მ.წ. 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია “Georgian Airways”. განრიგის თანახმად, 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია “LOT Polish Airlines”.აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში კომპანია “Georgian Airways”-ის,ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია “LOT Polish Airlines”-ის ვებ-გვერდებზე“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

30-31 მაისს თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება

25 მაისი, 2020 , 17:45

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს, პირველად, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი გახდა

25 მაისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1916 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში გამოიდარებს და დათბება

25 მაისი, 2020 , 17:35

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. „27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართვ

სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება

25 მაისი, 2020 , 17:31

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმა

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

25 მაისი, 2020 , 17:24

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. მოვაჭრეების თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და ბაზრობის დაკეტვამ ისინი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დატოვა. ერთერთი ვერსიით, ელია

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

25 მაისი, 2020 , 17:14

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ, - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფ