უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 თებერვალი, 2020 16:20
font-size

ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გადატანის შესახებ. მოგეხსენებათ, 2019 წლის ნოემბერში, როდესაც საფრანგეთისგან თავმჯდომარეობა გადმოვიბარეთ, განვაცხადეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ მინისტერიალი ჩატარებულიყო საქართველოში და თბილისი ყოფილიყო მასპინძელი. ეს იყო ჩვენი მართლაც გულწრფელი სურვილი, გვემასპინძლა ასეთი მნიშვნელოვანი, მაღალი დონის ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იქნებოდა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გავაკეთეთ 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან, გენერალურ მდივანთან კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია და გვემოქმედა ორგანიზაციის წესდების გათვალისწინებით, რადგან ჩვენ გვავალდებულებს, ჩავატაროთ მინისტერიალი ამ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. ამავე დროს არ დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მინისტერიალის თბილისში ჩატარების შემთხვევაში, საქართველოს ღონისძიებაში ყველა ქვეყნის მონაწილეობის უზრუნველყოფა ევალებოდა.

„მოგეხსენებათ, რასთან არის დაკავშირებული ჩვენი კანონმდებლობა. მათ შორის, მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. ჩვენ გვევალებოდა, უზრუნველგვეყო უკლებლივ ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ამიტომ ვიყავით მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი განგვეხილა. მინდა, გითხრათ, რომ არსებობს სხვა ქვეყნების პრეცედენტები, როდესაც გამოინახა ამის შესაძლებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც, ჟენევაში როდესაც შევხდი გენერალურ მდივანს, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია მაისში თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვევლობა შეიქმნა რუსეთის დელეგაციის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სესიაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონზე, რომლის პირობებიც სერგეი ლავროვს დარღვეული აქვს.

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

18 მარტი, 2024 , 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 18:24

დღეს, 18 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აუდიენცია გაფართოებული შემადგენლობით გამართ

პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

18 მარტი, 2024 , 17:13

პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

18 მარტი, 2024 , 17:04

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული

ირაკლი კობახიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 15:48

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაცია

საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო

18 მარტი, 2024 , 15:04

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგს თბილისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი